ნაწარმოებები



ავტორი: სელაფიელი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2018


...

ხმაური ხატავს ბგერებს
ვსუნთქავ ფოთლების მტვერით
შემოდგომა სვრის ფერებს
ფურცლებს კალამი წვერით
თითქოს გათენდა გარეთ
სინათლე ანგრევს ფანჯრებს
მზე მეჩვენება მთვარეთ
სხივები გავს ცის აბჯრებს
დილით ავდექი ტანვჯით
მსურდა მენახა ქარი
მის ჩადენილს ნუ განვსჯით
სახლს თუ გაუჩნდა ბზარი
შენობებს მაღლა თავზე
ვზივარ და ვტკბები ხედით
უსასრულობა რვაზე
გადაბმულია ბედით
ოთახი სკამი წიგნით
ავტორი ჰერმან ჰესე
სულშია სადღაც შიგნით
რომ უნდა ვიყო ესე
ახლა მე ვგავარ ტესლას
ვარ ჩვენი დროის ბრუნო
წვიმა წვეთებით მგესლავს
ფრაზებს დე უნამუნო
ჩიბუხი ბოლში ფეთქავს
ეძებს მოხუცის თითებს
ღრუბელს შუაზე ხეთქავს
კლდე, მოუგონებ მითებს
ფოთლები წვანან გზაზე
როგორც ხალიჩა სახლში
სიტყვების წყობა ხაზზე
გრძნობა სიცოცხლის ვალში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები