ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სელაფიელი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2018


...

ყოველდღე ვხედავ სიკვდილს
დადის ეულად ქარში
ვეღარ დავმალავ სირცხვილს
სულ რომ მამძიმებს ცხადში
რგოლის დასაწყისს ცაზე
აკლია ფუნჯი ფერთა
მძიმე კაკუნი კარზე
სახე გრაფთა და სერთა
სისულელეა მგონი
არა აქვს ამ ლექსს ტონი
მიეცი რითმებს როლი
იყოს სიტყვები სწორი
ჩემგან მადლობა იმათ
ვინც სწორხაზოვნათ ხატავთ
ფიქრობთ ხართ სხვაზე მეტი
თქვენ პოეზიას წამლავთ
მე დავიბადე თოვლში
ბარდნიდა იმ დღეს ქარით
ცა ჩაეტია კოვზში
დედამ იკივლა .ზარით.
გავჩნდი გაზაფხულს, მარტში
სიცოცხლეს, ქაოს შორის
დრო გადიოდა დარდში
ჯერ არც მომხდარი ომის...
გავაგრძელებდი მაგრამ
გადაუხვიე სათქმელს
რომ დამიწუნეთ ლექსი
მაგიტომ არ გწერთ ამ ლექს
პირიქით მინდა მიხვდეთ
ჩემი აზრები ბრმაა
ღრმად იწერება ცრემლში
განსხვავებული ყრმაა
ის იბადება ცხელი
შიგნით,გონების ორთქლში
მას არ წერს მხოლოდ ხელი
ის იკარგება როლში
ის ღრუბელია მწვანე
როგორც თვალები ფოთლის
წელში გასწორდა ღამე
ლოთის ნაბიჯით მოდის
მე ვერ აღვიქვავ ფერებს
შენ რომ უსმინო ისე
და თუ ვერ იგებ რამეს
ნუ დებ კუბოში მყისვე
მე ვხედავ, დავწერ სულით
ფუნჯებით სველი როა
და მაშინ როცა რაღაც
მრავალ ფერების დროა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები