ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2018


სიყვარულის რაფსოდიები

დაყუჩდით დღეებო,
შენც, გულო, დამშვიდდი,
რა უნდა ამ ზამთრის გასვლას და გალევას...
თვალები დახუჭე, დახუჭე თვალები,
სანამ სიყვარული სისხლივით წაგვსკდება...
გააღეთ დახშული კარი და ფანჯარა,
გული ხომ ისედაც ყოველთვის ღიაა,
სულ ასე მგონია, ჭკუიდან გადავალთ,
შენ უკრავ და ვამბობ, რომ რაფსოდიაა -
ნეკნების, ხალების, თვალების, მზერისაც,
შეხედე, მზე მაინც როგორი თბილია,
იანვრის თვეშიაც ლურჯ აპრილს მოგიყვან
და დაგაჯერებ, რომ ისე ადვილია -
ჩემი შეყვარება,
როგორიც არასდროს,
როგორიც არვისგან, როგორიც არაფრით...
მალე დასრულდება ზამთრის ადაჯიო,
და ზამთრის ფერებით დაღლილი ქალაქი
მოიხდენს გაზაფხულს და აპრილს თავნებას,
დამშვიდდით, დღეებო, შენც, გულო, დაყუჩდი,
სანამ სიყვარული სისხლივით წაგვსკდება,
აპრილი აიკლებს ამ ქუჩებს მაჟორით.
შენ უკრავ... მე ვამბობ, რომ რაფსოდიაა -
ნეკნების, ხელების, ხალების, მზერისაც...
მზე მაინც თბილია და ზამთარს ამარცხებს,
და თუნდაც გათოვდეს,
მე აპრილს მოგიყვან!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები