ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 თებერვალი, 2018


საზოგადოებრივ ადგილებში შიშველად სეირნობის ამსახველი ფოტო-ვიდეო გამოსახულების დამზადება-გავრცელების შესახებ

საზოგადოებრივ ადგილებში შიშველად სეირნობის ამსახველი ფოტო-ვიდეო გამოსახულების დამზადება-გავრცელების  შესახებ
(უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებული გრანტიჭამია ლიბერალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საზოგადოებრივ ადგილებში შიშველად სეირნობის ამსახველი ფოტო-ვიდეო გამოსახულების დამზადება-გავრცელების  შესახებ)


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის (”საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”) მე-2 ნაწილის თანახმად:

”საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით”

ანუ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის (”საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”) მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებრივ ადგილას, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობაში, კერძოდ, სექსუალური ხასიათის ქცევაში, სრულ უხამს გაშიშვლებაში, და გამოიწვია ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა, უნდა დაჯარიმდეს 100-დან 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმით.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”) თანახმად:


”პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
...
შენიშვნა:
...
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”.



საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლში გამოყენებული ტერმინის ”პორნოგრაფიული ნაწარმოები” მნიშვნელობა განმარტებულია წიგნში ”სისხლის სამართლის კერძო ნაწილი” (წიგნი I, მეოთხე გამოცემა, ავტორები მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა, გოჩა მამულაშვილი, გამოცემა ”მერიდიანი”, თბილისი 2011), კერძოდ, ავტორები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის კომენტირებისას (გვ. 657) აღნიშნავენ:


”პორნოგრაფიულად უნდა ჩაითვალოს ისეთი ნაწარმოები, მასალა ან სხვა საგანი, რომელიც აღძრავს არაჩანსაღ სექსუალურ-ეროტიკულ ინტერესს, სქესობრივი ჟინის გარყვნილ ფორმებში დაკმაყოფილების მოთხოვნილებას, იწვევს სქესობრივი ფუნქციის ამოწურვას. პორნოგრაფიული საგნების დამახასიათებელ თავისებურებად თვლიან იმას, რომ მათი შინაარსი სექსუალური ურთიერთობების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ დეტალებს (წვრილმანებს) უხეში ნატურალიზმით გამოხატავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამა თუ იმ მასალისა და საგნის პორნოგრაფიულად ჩასათვლელად საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ხშირად პორნოგრაფიისა და ეროტიკული ხელოვნების გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ასეთ ექსპერტიზაში ჩართულ უნდა იქნენ ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, სექსოლოგები, ლიტერატურათმცოდნეები. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ალტერნატიული ხასიათის ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა: პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე სხვა საგნით ვაჭრობა, ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. დისპოზიციაშია ხასგასმულია ჩამოთვლილ მოქმედებათა უკანონობა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კანონის საფუძველზე პორნოგრაფიული საგნების დამზადება ან გავრცელება დაშვებულ უნდა იქნეს... მაგალითად, თანამედროვე სექსოლოგია  პორნო ვიდეოფილმებს იყენებს თერაპიული მიზნებისთვის ზოგიერთი სექსუალური მოშლილობის მკურნალობის დროს... პორნოგრაფიული საგნის დამზადება ნიშნავს ლიტერატურული, ფერწერული, ფოტოგრაფიული, ვიდეო და ა.შ. მასალის (პროდუქციის) შექმნას, ანდა უკვე შექმნილი ნაწარმოების გადაკეთებას, შევსებას... პორნოგრაფიული საგნის გავრცელება ნიშნავს მის გადაცემას სხვა პირებისთვის, ჩვენებას, გაჩუქებას, გაცვლას, პორნოგრაფიული შოუს ორგანიზებასა და ჩვენებას და ა.შ... პორნოგრაფიული საგნის შენახვას კანონმდებელი დასჯადად თვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხდება გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. პირადი მოხმარება არ ისჯება. განსახილველ დანაშაულს ფორმალური შემადგენობა აქვს და ის დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი”.


თუ უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებული გრანტიჭამია ე.წ. ”არა-სამთავრობო ორგანიზაციების”, ანუ ”უცხო ქვეყნის აგენტების” მიერ ლიბერალურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აგორებული ისტერიკის გავლენით პროკურატურა უარს იტყვის პორნოგრაფიული გამოსახულებების დამზადება-გავრცელებაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ დევნაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”), მაშინ, საზოგადოებრივ ადგილებში შიშველად სეირნობის მოყვარულების მიმართ, როგორც მინიმუმი, შესაძლებელია  გამოყენებული იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის (”საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”) მე-2 ნაწილი.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
3.02.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები