მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ, და როგორ შემძულდა ეს სიტყვაც - "საშველი" და ვითვლი საათებს სხეულმაც დამტოვოს, სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები. ვერ მივხვდი, თუ როდის ვიქეცი ასეთად, მე დედამიწაზე ყველაზე მარტო ვარ! ვინც ფიქრობს ჩემს გვერდით იდგა და მავსებდა, ეს სიცარიელეც მან გამიფართოვა. და მეც რომ გაფრენა... ჰო, არ შემიძლია, ამაზე ნაკლებად ვღელავ და ვღელავდი, ეს ისეც იცოდნენ, იცით და იციან, მე მარტოობით ვარ ჩაფლული ყელამდი. მეტირა? ვისთვის ან რაღასთვის მეტირა? წლებია რაც ჩაწვა ეს უამინდობა, მე ხომ სიცოცხლეზე ცოტათი მეტი და სიკვდილზე ცოტათი ნაკლები მინდოდა. და ამ ბრწყინვალების აბსურდულ შუალედს, ვერ ვაგნებ, არ არის! იქნებ არც არსებობს, საკუთარ თავს ბევრჯერ წრე შემოუარე, ჰო, შენ, ჩემო თავო! ამჯერად ასეთო... სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები, სანამდის სულ ბოლო ზამთარმა დამთოვა და როგორ შემძულდა, ეს სიტყვაც "საშველი", მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგი ლექსი რომ არის თქვენც იცით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მეც გეთანხმებით:) ძალიან კარგია. +5 კარგი ლექსი რომ არის თქვენც იცით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მეც გეთანხმებით:) ძალიან კარგია. +5
9. ძალიან მაგარი <3. მესამე კომენტარზე ვიხალისე :D ძალიან მაგარი <3. მესამე კომენტარზე ვიხალისე :D
8. ამას ჰქვია შესრულება :)
ძალიან კარგი ლექსი.
ამას ჰქვია შესრულება :)
ძალიან კარგი ლექსი.
7. შესანიშნავია. შესანიშნავია.
6. დამწყებო :)) როგორია იცი? რომ იწყებ კითხვას და მოგწონს, მერე შემდეგი ფრაზა უფრო, კდიევ უფრო და ასე, ვერაფერს გამოარჩევ იმდენად სავსეა და მთლიანი. დამწყებო :)) როგორია იცი? რომ იწყებ კითხვას და მოგწონს, მერე შემდეგი ფრაზა უფრო, კდიევ უფრო და ასე, ვერაფერს გამოარჩევ იმდენად სავსეა და მთლიანი.
5. როი, შენ ხარ ძალიან კარგი პოეტი <3 როი, შენ ხარ ძალიან კარგი პოეტი <3
4. არ გეტყობათ დამწყებობა სიცრუეში ნუ შეგყავართ:)ასე კარგად დამწყებები არ წერენ... არ გეტყობათ დამწყებობა სიცრუეში ნუ შეგყავართ:)ასე კარგად დამწყებები არ წერენ...
3. დამწყები გახლავართ. დამწყები გახლავართ.
2. რა კარგია...დიდი ხანია ასეთი კარგი ლექსი არ წამიკითხავს...როგორც ჩანს კარგი პოეტი ბრძანდებით. წარმატებას გისურვებთ. რა კარგია...დიდი ხანია ასეთი კარგი ლექსი არ წამიკითხავს...როგორც ჩანს კარგი პოეტი ბრძანდებით. წარმატებას გისურვებთ.
1. ფორმაში ხარ და მიხარია! 5
მოკითხვა აქვე... ;) ფორმაში ხარ და მიხარია! 5
მოკითხვა აქვე... ;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|