ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2018


ჩანაცვლების ნაცვლად

მინდა რამე გითხრა, რამე ისეთი,
რაც შენს ყურადღებას მიიქცევს,
მაგრამ სიტყვები ხმებს აღარ გამოსცემენ, როგორც სიზმრებში.
და სასწრაფოდ ვაღებ ფანჯრებს
და სახლში შემომყავს მთელი ნოემბერი.
რადგან ისეეე მინდა
ხამივით ჩავისუნთქო რაღაც გიჟური,
ფილტვები ჩამწვას და მაგრძნობინოს
რომ ისევ აქ ვარ,
რომ ყველაფერი რაც ჩემს თავს არ გახსენებს
არ არის ნამდვილი.
ჩვეულებრივი წუთებია ეს წუთებიც,
მათ არაფერი შეუძლიათ გარდა სიკვდილის,
წუთები არასოდეს არიან ერთად
ჩანაცვლების დროსაც კი ვერ ემთხვევიან ერთმანეთს,
ვიდრე შემდეგი მოვა - წინა საოცარი სისწრფით ახერხებს გაქრობას,
მაგრამ მაინც რანაირად ავსებენ ერთმანეთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები