ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კუცონე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2018


____

ის 10 წელი ციხეში იჯდა,
იჯდა და იჯდა დრო კი დიოდა,
რაც მოდიოდა, ის მიდიოდა
და რაც რჩებოდა ისიც ქრებოდა
თანდათანობით.
ის კი ხატავდა საკანში ქალებს,
ხანაც ჯვრებსა და კოვზებს კვეთავდა
ხან აგზავნიდა წერილებს სახლში,
ხან პაემანზე ვიღაც ხედავდა.
და გამოსული ციხიდან ადრე,
იმსხვერპლა იგი ქუჩაში ტყვიამ
თქვეს ყოფილიყო ისევ ციხეში,
სიცოცხლე მაინც ხომ შერჩებოდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები