ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2018


ხ ვ ე დ რ ი?

იყო სოფელი, არის  ახლაც, იქნება ხვალაც,
მე მგზავრი მისი, სუსტი ბავშვი პროვინციიდან,
მოვდიოდი და  როგორც ბავშვი ყველას ვუყვარდი,
გზას გავყურებდი, ცხავიდან და ხანაც ცხრილიდან.
მიკვირდა მათი ვინც კი თუნდაც ერთხელ მნახავდა,
გარდა ერთისა, მხოლოდ ჩემი კერძო ბედისა.
ის იყო მხოლოდ, ვინც  ტკივილით გულს  მილახავდა.
მე მოპასუხე, მსხვერპლი მძიმე ვერდიქტებისა,
ის მოსარჩელე, ჩემი თმენის, ჩემი ნებისა.
ოჰ დღენი, დღენი, ჩემი ლხენის, ჩემი შვებისა,
რა შორს დამირჩა, ნუშისა და ატმის ფერისა,
ვეღარ ვიხსენებ, რა  მისიით,  აქ ვინ მომიშვა,
ვინ მეცხედრე მყავს, ვინ მომკიდე,  ხელის  ჩემისა,
რაც ვერ გავიგე, ეს ხმა არის, ბედის ფეხისა.
თქვას, სულს ტკივილი, თანამდევი, ვინ დაუწესა,
მე სიყვარული დავიჩემე, უბრალოდ წესად.
სხვად , აქ მაარტივად, შეიძლება, გაგიჟდე, შეშლაც
და  მეც  ვივარგე, დიდი სევდის, პატარა მწყემსად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები