ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2018


აჭარის მოტივზე

ინთება შუქი, კრთება ფუტკარი
შეიშრიალებს მწვანე ჯაგნარი
დაფარულია ველი მუხნარით
მთებს გადაუვლის სტვენა აჭარლის.
შეიბარბაცებს მთები ლომგული
ყანლისმთა, ხევა, თაგინაური
მთებში ჩამდგარა სახლი ოდური
და სილამაზე ჯერ არნახული.
რუხ ჯაგნარებში დაქრის ფუტკარი
შესვას ხორთუმით ყვავილის მტვერი
საყუდისთავი ერთობ უძრავი
ფუტკრის ქროლაში დამთვრალა ეშხით.
დადუმებულა აჭარისწყალი
შავშეთის ქედიც დადუმებულა
იწყებს ბუდიდან ყარყატი ჩხავილს
ცა ვარსკვლავდება და დუმს გლეხურად.
სოფლის ბოლოში პატარა ბიჭი
მისდევს დაღმართზე ბურთს ყირამალით
ზეცის სიუხვე და ფეთქვა მიწის
გულში შემოდის, ვით იანვარი.
ბიჭი დაღლილი ბურთის დევნაში
ზურგს უკან ქარი ეპოტინება
დედა შეხედავს ტირის ედგარი
შებარბაცდება დაღლილ თითებად.
ზეცა ღამდება და მისი ფეთქვა
ველზე გაშლილა, ვით ბაირაღი
ზამთრის ვეება სუსხიან ზეცას
მიმოუქარგავს ველის წიაღი.

***
იები და თოვლი

წამომართულა კუშტი ლანქერი
ველს გაშლილ იებს დადინდა ღვარად
იებთან ერთად კი მეც ავფეთქდი
შარშანდელი მზეც უკვალოდ გაქრა.
თოვლის ღვარებად ცვივა იები
განმარტოებით დამდგარა მუხა
ფიფქები როგორც პირანიები
მოწყვეტილ იებს დადინდა უხვად.
უწინ ღვარებსაც მზე არ უნახავს
და სხივი როცა დაეცა მიწას
მაშინ ლანქერმაც არ დაუხანა
და უსასრულო სივრცედ გადიქცა.
და ის იები წელში მოწყვეტილ
მოგაგონებდათ ომებში ვაჟკაცს
ძირს დაცვენილი ათას ოდენი
რომლის სიცოცხლეც უკვალოდ გაქრა.

***
ყინვა

ყინვა დამაზრობს, გამინაპირებს
ტაბახმელაზე დათოვს იებად
აჭარის ქედის გავცდი ნაპირებს
ალბათ დუმილიც მეპატიება.
შეივერცხლება გაღმა ნაპირი
სუსხი დააზრობს მღელვარე მინდვრებს
მახსოვს ოდესღაც ქარი ორპირი
რომ ბინადრობდა ბუჩქებში იქვე.
აჭარის ქედის მანდილი მხურავს
ცა არის ჩემი თვალსაწიერი
ქედზე ამაყად დამდგარა მუხა
მეფე ერეკლეს მოსავს იერი.
მინას დააზრობს ყინვის ქარები
დაეხატება ჩიტის ფრთქიალი
ჩიტი აივანს მიუკარები
მიენარცხება მინას ბზრიალით.
ზეცას გაალღობს მზის სიკაშკაშე
როცა სხივები ტალღებს გაცდება
დღის ბოლოს უკვე ჩვენს შარა გზაზე
ჩვენი ჭაღარა ლანდი დაგელავს.
ყინვა დამაზრობს,შემაკანკალებს
ტაბახმელაზე დათოვს იებად
და გავიხსენებ შენს ლამაზ თვალებს
რადგან დუმილიც მეპატიება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები