ნაწარმოებები



ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2018


მამებს, რომლებიც ბოლო თეთრს ალკოჰოლს/ტოტალიზატორს სწირავენ


გადადე ჭიქა და მითხარი თამამად!
გულწრფელად მითხარი რა არის ცხოვრება?!
მეუღლე? შვილები? დედ-მამის ჭაღარა?
თუ წლები, რომელიც ლოთობით გროვდება?

დრო გავა, მამობას ვერაფრით უწოდებ
რულეტკის ტრიალში გაფლანგულ თარიღებს,
ოდითგან უთქვამთ და ვალია ვიცოდეთ,
რომ შვილი მაგალითს მშობლისგან აიღებს.

დაძლიე სისუსტე! დადექი ამაყად!
მისმინე, სიმართლეს ერთ წამში გიამბობ:
ცხოვრება შვილია, რომელსაც მამა ჰყავს
და ჯოხი, რომელსაც სიბერეს მიანდობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები