ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2018


***

ღმერთო სახლამდე რა შორია,ალბათ შენამდეც
და როცა ჩემთვის ვეღარ იცლი ცრემლებს გიმალავ
მე ერთი ურჩი ლერწამი ვარ შენი ვენახის
და ქარს ვაჩერებ თავის გზაზე ოხვრით მიმავალს,
ანუ არასწორ ნაბიჯებს ვდგამ,არცთუ შემთხვევით
თუმცა ირგვლივაც დამიჯერე,მრუდე გზებია,
იმედის კურსი ზოგჯერ ისე მკვეთრად ეცემა
ვერ გავექეცი თეთრ ღამეებს,ჭინკებს ვნებიანს.
სამაგიეროდ , არ ვუარყოფ მამლის ყივილზე
მიწიერ ღმერთებს,ფრთებდალეწილ ადამიანებს,
გთხოვ,დამანახე მათ სახეზე ბევრი ღიმილი
ნაჩვევ ტკივილებს მხოლოდ ესღა თუ დამიამებს.
ერთხელ ჩამოდი,გადაწიე ღრუბლების ფარდა,
ჩუმად ვიქნები და თვალებით ვილაპარაკებ:
მასზე,ღიმილზე ან მზეებზე რომლებიც მწვავდა
ნუ მიპასუხებ,გააგრძელე ჩემი ზღაპარი...
პ.ს. უბრალოდ შემოგიარეთ. ^^

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები