ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: აკირა-
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2018


ადვილად ასატანი სიმძიმე

23 იანვარი დაწყებულა , 2018 წლისა და მეც რამდენიმე ერთეული წლის შემდეგ ვწერ ორგანიზმში ალკოჰოლის გარეშე .

• * * * * * * * * *
• მწვანე ნაკადული ჩამოდიოდა იმ ხის ხიდთან,
სადაც უცნობი მოგზაურის საფლავი ,
მინდვრის ყვავილებით შეემკოთ ბავშვებს,
ჩემმა ემოციებმა ერთმანეთს ზურგი შეაქციეს ,
მკვდართა საუფლოდან კიდევ ერთხელ წამოიმართნენ
ჩემი ოცნებები , რომ დაუღალავად ევლოთ ვრცელსა და ცივ უდაბნოში.
დამარცხებული ქრისტე მხრებით ზიდავდა არარაობის არსს და
თავადაც კარგად ხვდებოდა , რომ პონტოელი პილატე
მხოლოდ გარემოების მსხვერპლი თუ იყო ,
მიუხედავად ამისა , არ თაკილობდა , რომ საუკენეთა
გასვლის შემდეგ კაცობრიობა გაკიცხავდა მას ჩადენილისთვის.
მე კი ვიჯექი ფანჯრების მიღმა , უთოვლო , მაგრამ
თეთრ პეიჟაზს ვუყურებდი და ვფიქრობდი ,
როდის შეყვეტდა ზამთარი ჩემთვის
გზების ჩახერგვას ?!
არ ჩანდა არც უკანდასახევი გზა .
* * * * * *
მე შემიძლია ჩანახატებში შემოვიტანო ისეთი კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვები როგორებიცაა „ბიუროკრატია“ ან „სიყვარული“ , მაგრამ სიტყვათა ლამაზ ცეკვას ეს საფრთხე არ ემუქრება , რადგან დინებას წყლისას არ დანებებია არსება ჩემი.
ბოლო წინადადებაში შესაძლოა ვიტყუებოდე , რადგან მჩვევია ფსევდო მოწოდებების ჩაქსოვა სიტყვებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები