ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2018


არა ხარ ნამდვილი

ფიქრებში უცნაურ შეგრძნებად გამიჩნდი.
არ მინდა რატომღაც წახვიდე ახლა, რომ.
მგონია, რომ სულაც არა ხარ ნამდვილი,
ან მე ვარ შეშლილი და ან ეს სამყარო.

არასდროს ვმშვიდდები, არც ნება მქონია,
შენ არც კი იცი, რომ ათასჯერ დაგხატე,
სულ ჩემთვის შექმნილა ეს მელანქოლია,
ისეთი მორცხვი და უთქმელი გამხადე.

ყოველ დღე მაოცებ -გითხარი ამ დილით
და კოცნა მომპარე შენ როგორც გჩვევია,
მე ისიც მგონია-არ იყო ნამდვილი.
შენ-ჩემი ღიმილი არ გამოგრჩენია.

რატომღაც არ მინდა ახლა რომ წახვიდე,
ფიქრებში უცნაურ შეგრძნებად გამიჩნდი,
გიყურებ და თითქოს ყველაფერს მავიწყებ,
არა, შენ არა ხარ, არა ხარ ნამდვილი!
                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები