ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2018


იმ ერთხელ

წამწამებიდან ტკივილს იბერტყავ,
ცრემლი ყელამდი ჩაგდის, ყელს ქვემოთ,
მინდოდა მეთქვა მხოლოდ იმ ერთხელ,
რომ არ შემეძლო ასე მეცხოვრა.

რომ უჭირთ იებს უბეში ფეთქვა,
მე მათთან ერთად წლებიც  დავკრიფე,
მინდოდა შენთვის იმ ერთხელ მეთქვა,
რომ სიცხე მკლავს და, ზამთრის ავ გრიპებს,

ვერ ვუმკლავდები ვით მამა შვილის,
უაზროდ ამაყ ყმაცვილკაცობას,
ისე მიჭირდა გაშვება შენი,
პოეტს რომ უჭირს წასვლა საცოლის.

და დამიგუბდა სულში ის ტბები,
მაგ თვალებიდან რომ დაიბერტყე,
ერთხელაც შენს თმებს მაინც მივწვდები,
შენს თმებს მივწვდები მაინც იმ ერთხელ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები