ნაწარმოებები



ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2018


მორჩა დავმარცხდი

***

მორჩა, დავმარცხდი ბედთან ჭიდილში
თენდება ღამე ფიქრით და ღელვით.
და კაკანათში გაბმულ ჩიტივით
შენი თითების შეხებას ველი.

და უკარება  ქარის ტიტინში
დრო თავისთავად ყველაფერს ამხელს.
და მთვარე როგორც ღმერთის ტივტივა
ზღვაში ჩავარდნით აგორებს ტალღებს.

-აქ სადაც ტანი ეზრდებათ ჩრდილებს,
-აქ სადაც იმედს წუხილი ვერ შლის.
-აქ როგორც დედის კალთაში ჩვილი
პულსის სიხშირე იზრდება ჩემში.

და შეფუთული სიბნელით ირგვლივ
ოთახში ჩემი თვალები ელავს,
როგორც ბორბალი ჩემს თავში ფიქრი
ტრიალებს სწრაფად, ტრიალებს ნელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები