ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2018


(+_+)

წუთებს ითვლიან დასამარხი ჩემი ხელები,
ცახცახებს ირგვლივ ყოველივე.თითქოს,მითია,
რომ სილამაზედ შერაცხული ჩემი გრძნობები.
სითამამისთვის არასოდეს გადამიცია.
ასე ვიმორცხვე, მოვითმინე, დავთმე, ვიტკინე.
მარტოსულობა შევიხვედრე ცხოვრების კრედოდ.
განა ვიცოდი, რომ სიძულვილს ასე უძლური,
ამოუთქმელი სიყვარული საფუძვლად ედო.
რინდით გართხმული ოცნებები ფეხქვეშ გავთელე,
ჩემივ თითებით მონაფხოჭნი მიწა მაყრია,
სახეზე, მხრებზე , ლავიწებზე(სადაც შენ დამრჩი).
სინორჩისაგან სახსოვარი მხოლოდ ღაწვია.
ასე კანკალით, შეშინებულ სახით მიწისკენ.
ვიმარხავ თავსაც, შენი წილი სიცოცხლეც მიმაქვს.
და სამსხვერპლოზე დაყუდებულ აშარ გამრიგეს
ჩემს უსირცხვილო და მისტიურ სიყვარულს ვწირავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები