ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
27 იანვარი, 2009


უსიტყვო სევდა

  თავი საკნის კედლისთვის მიეყრდნო, ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და რაღაცაზე ფიქრობდა. ისევ მამა გაახსენდა... სულ პატარა იყო, როცა გარდაეცვალა და მას შემდეგ დღე არ გავიდოდა, რომ არ მონატრებოდა, თავის ოცნებებში არ გასაუბრებოდა. ბავშვობაში ერთადერთი მამის სითბო და სიყვარული აკლდა, ამიტომ თავის თანატოლებს ყოველთვის შენატროდა. ახლაც იდგა და მასზე ფიქრობდა...
  ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ რამდენი რამ შეიცვლებოდა. ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, დალევდნენ ლუდს, როცა სტადიონზე წავიდოდა, მამაც გაჰყვებოდა და უგულშემატკივრებდა, რჩევებს მიცემდა ცხოვრებაში. რაც მთავარია, ახლა აქ ნამდვილად არ იქნებოდა.
  თვალწინ ედგა მამის სახე და მისი უკანასკნელი სიტყვები ჩაესმოდა: " ეხლა შენ იცი, არ შემარცხვინო!" მან კი რა გააკეთა? როგორ გატეხა მიცემული სიტყვა და მამის საფლავზე არაერთხელ დადებული ფიცი...
  გაბრაზებულმა ხელი მომუშტა, მერე კედლისკენ შეტრიალდა, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი არავის შეემჩნია, ისევ მამაზე ფიქრობდა.
  ციხის აბაზანაში იდგა, რომ პირი გაეპარსა. საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში და თავი ეზიზღებოდა. პატიმრებისაკენ თვალი გააპარა, მერე სამართებელი აიღო და ხელზე დაისვა...
  თვალი რომ გაახილა, პირველად თეთრხალათიანი ექიმი დაინახა. "გადავრჩი, სიკვდილი ჯერ ადრე ყოფილა"... თვალები ისევ დახუჭა. თვალცრემლიანი მამა გაბრაზებული სახით უყურებდა.
  ძალიან მოენატრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები