ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XIX )

არა სასიამოვნო მოულოდნელობები კი კვლავ გრძელდებოდა მის ცხოვრებაში. საღაამობით უბის წიგნაკში მცირედი ჩანაწერების გაკეთება აუკვიატებია და გათენებამდე შეეძლო ეწერა ყველაფერზე. - "მინდა წარმატებას მივაღწიო და სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდე, თუმცა რაღაცა ყოველთვის ხელს მიშლის ამაში. თითქოს თავით ჭერს ვეჯახები და ისევ ძირს ვეცემი. ორი დღის უკან ქუჩაში გონება დავკარგე და როდესაც გამოვფხიზლდი უამრავი ექიმი ირეოდა ჩემს ირგვლივ. კედლებიც ისეთი უფერული იყო, რომ ყველანაირ მოტივაციას ახშობდა ჩემში. კითხვა იმაზე თუ რა მჭირდა სასიკვდილო განაჩენივით გაიელვა თვალ წინ. თურმე ამჯერად სიმსივნეს უნდა ვებრძოლო. ექიმების ამ პასუხზე სიმწრისგან გამეღიმა და ვთხოვე პალატა სასწრაფოდ დაეტოვებინათ. მეზიზღება ეს სიბრალულით სავსე თვალები. მერე რა?! განა რა მოხდა ასეთი?! თუ სიკვდილი მიწერია სახეზე ჩამომაფარებენ და ეგ იქნება. მათ მეხსიერებაში კი ისევ ის გოგონა ვიქნები მომღიმარი სახითა და ბუშტებით ხელში სკოლისკენ მშვიდად მიმავალი. თუ სიცოცხლის მცირედი შანსი მაინც მაქვს მაშინ გავაგრძელებ წარმატებისკენ უწყვეტ სვლას, ოღონდ  ნუღარ შემომხედავენ ამ სიბრალულის თვალებით, რადგან ვცდილობ ძლიერ გოგონად დავრჩე. აწი რაღა უნდა მოხდეს ისეთი რაც ჩემში გაოცებას გამოიწვევს?! ან რაღა უნდა მოხდეს ამაზე უფრო უარესი?! ცოტა ხანიც შევეგუები მათ შენიღბულ ღიმილს და მერე აუცილებლად გავაღწევ აქედან. ხელში გიტარას ავიღებ და ისევ ადამიანებისთვის ვიმღერებ. დილაობით კი ყავით ხელში ფარდებს გადავწევ, ხოლმე და მზის სხივების სიკაშკაშით ავავსებ სხეულს. უფრო მეტს მოვთხოვ საკუთარ თავს და უფრო მეტად შევუტევ ყველანაირ წინაღობას. დიახ, აი ასეთი ვიქნები. ისევ ისეთი ბედნიერი და იმედებით  სავსე. ზღვაზეც წავალ და მაღალ მთიან სოფლებსაც მოვივლი აუცილებლად. მთავარია ამ უფერულ კედლებს მალე მოვწყდე. შემდეგ კი ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება ვიდრე ახლაა. გუშინ ექიმმა წიგნი მომიტანა. კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ სათაურმა ამაღელვა. ბოლო დროს მგონი ცოტა ემოციურიც გავხდი. "სიყვარული ნათელ ფერებში" ჰქვია. არც მწერლის სახელი არაა მითითებული და ნაწარმოებიც დაუსრულებელია. ახალგაზრდების ისტორიაა მოთხრობილი, რომელთა არსებობაც წარმოუდგენელია ჩემთვის და ვფიქრობ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ. იმდენად კეთილები არიან, რომ ასეთ დადებით ისტორიებზე მხოლოდ ჩემნაირი სულელი თუ იტირებს. თან ვკითხულობ და თან ვოცნებობ ასეთი ადამიანების არსებობაზე. სხვათა შორის ექიმმა ერთხელ დამანახა ამ ნაწარმოების ავტორი, მაგრამ სანამ დერეფანში გახედვა მოვახერხე უკვე ზურგით იდგა და გასასვლელისკენ მიაბიჯებდა. სიმპათიური სილუეტი კი ჩანდა და რა ვიცი. იმედია სანამ აქ ვარ რამენაირად მოვახერხებ მის გაცნობას. უცნაური სიახლე იმედის ნაპერწკალივით ღვივდება ჩემს გულში. იქნებ ის არის ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობ. ექიმი მპირდება, რომ აუცილებლად შემახვედრებს მას. თურმე მასაც იგივე დაავადება აწუხებს რაც მე. უბრალოდ საავადმყოფოს კედლებს ისე გაურბის, როგორც სიკვდილს".

                                                                                                                          *** 
    რეაბილიტაციის კურსის შემდგომ საავადმყოფოდან გამოწერეს და კვლავ თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მართალია, ლევანს მხოლოდ წამოსვლისას შეავლო თვალი და მისი ახლოს გაცნობა არ მოუხერხდა, თუმცა ის მაინც დაამახსოვრდა თუ როგორ გამოიყურებოდა ნაწარმოების ავტორი რეალურად. ბოლო წუთს ემოციებით სავსემ დატოვა იქაურობა და თავისუფლების დასაბრუნებლად განაგრძო სწრაფვა. ხან გზის გადაღმა, ხან კიდევ ქუჩის კუთხეში იდგა გიტარით ხელში და ადამიანებს სასიამოვნო განწყობას უქმნიდა. ფიქრი იმაზე, რომ რაღაც უფრო მეტი სურდა არასდროს შეუწყვეტია. რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ადამიანების სიყვარული დაიმსახურო?! პასუხი საბოლოოდ მარტივი აღმოჩნდა. თავად უნდა გასცე ადამიანებისკენ სიყვარული და მის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცე, თუმცა რა ფორმით ან როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ჯერ არ იცოდა. ცოტა უცნაური პასუხების ძიება იმ გოგონასგან, რომელსაც სწამს ოცნებების და ყოველთვის სჯეროდა, რომ ფერადი ბუშტებით შეეძლო ცაც კი შეევსო. ერთ დღეს კი ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის. მისი მიზნები, მისი სიყვარული, მის ფერად ბუშტებად ქცეული ოცნებები. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ვატო, გეგა და გოგლიკო გაიცნო. უფრო სწორად კი მათ გაიცნეს, ნანკა ქუჩაში და შესთავაზეს მათთან ერთად ემღერა. ნანკა კი ფიქრობდა, რომ თუ სიყვარულს, ნათელ მომავალსა და ფერად ბუშტებს ერთმანეთთან დააკავშირებდა მიიღებდა იმ იდეალურ კომბინაციას, რაც მისი ცხოვრებას წარმატებისკენ წაიყვანდა. ეს კი "სიყვარული ნათელ ფერებია". უჩვეულო, თუმცა იმედის მომცემი დამთხვევა. ეს იქნებოდა წარმატებისკენ მიმავალი ის გზა, რომელიც ადამიანების გულებთან მიიყვანდა მათ გასაბედნიერებლად. ამის შემდგომ ბევრი აღარც უფიქრია. თამამად დათანხმდა მათ შემოთავაზებას და ერთობლივად დაიწყეს საკუთარი ისტორიის შექმნა.
               
                                                                                                                        ***
                                                                                                      _გეგა, ვატო, გოგლიკო_
                                                                                            (ბიჭები ოცნებებისკენ სწრაფვით)

      ვფიქრობ დანაშაული იქნებოდა არ მომეყოლა იმ ბიჭების ისტორია, რომელთა ამბავიც თითქოც აცდენილია რეალობას ან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან. ეს იმ ადამიანების აზრი იქნება, ვისაც სიკეთის არსებობის აღარ სწამთ და იმის მაგივრად, რომ სულის ცხონებისთვის იბრძოლონ ამ ქვეყნიურ ცდუნებებში არიან ყელამდე ჩაფლულნი. მათ დათმეს ცხოვრება, რომელზეც ნებისმიერი ადამიანი იოცნებებდა და მდიდრული სახლებიდან პირდაპირ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ გაჭირვებულთა გვერდით. დათმეს არა უაზრო ახირებების გამო, არამედ იმიტომ, რომ გაეგოთ რას ნიშნავს იცხოვრო მხოლოდ ერთ დღით, რადგან ხვალ არ იცი რა გელოდება. თუ რატომ აირჩიეს ასეთი რადიკალური გზა და რა გახდა ამის მიზეზი შევეცდები უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ. მშობლებს არაფერი უჭირდათ საამისოდ, რომ მათ  შვილებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები იყვნენ და ბიჭებსაც არასდროს უგრძვნიათ გამოუვალი სიდუხჭირე. ყოველთვის ყველაფერი ჰქონდათ და მრავლ ქვეყანაშიც უმოგზაურიათ დაუსრულებლად მაგრამ, როდესაც დგება დრო, შენი თავის შეცნობისა მაშინ იწყება ძიება თუ ვინ ხარ შენ ან ვინ გინდა, რომ იყო. გეგა, ვატო და გოგლიკო ერთ უბანში გაიზარდნენ და მათ მშობლებსაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ყველაფერი კი მაშინ შეიცვალე, როდესაც ბიჭებმა თავიანთ ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ეს არ იყო მათი ცხოვრება და დროებით უნდა დამშვიდობებოდნენ უზრუნველყოფილ აწმყოს. წარმოუდგენელი წინაღობები შეხვდათ მშობლებისგან, რომლებიც მკაცრ უარზე იყვნენ მათი იდეოლოგიის მიმართ, თუმცა შვილების გულში სულ სხვა მისწრაფებები ღვივდებოდა. ჩნდებოდა გზა, რთული და უსამართლო. ადგნენ და წამოვიდნენ ცარიელი ჯიბეებით სამყაროში, სადაც ის მკაცრი რეალობა ელოდათ, რაც არასდროს უნახავთ. გაჭირვებულთა დახმარების სურვილი იმაზე დიდი იყო ვიდრე სხვებს წარმოედგინათ. ფუჭია ყოველი ისეთი ძალაუფლება და სიმდიდრე, რომელიც ადამიანს - ადამიანობასთან განგაშორებს. დასაწყისი  ყველაზე რთული აღმოჩნდა. ისინი ყველგან იყვნენ. მეტრო სადგურებში, გაჩერებებზე, ხალხ მრავალ ადგილას და იქაც სადაც ხალხი არ იყო. უყურებდნენ ადამიანებს და ხვდებოდნენ თუ რა ცივი დამოკიდებულება ჰქონათ სიკეთის მიმართ. დღის ბოლოს შეგროვილი ხურდები მხოლოდ პურის საყიდლად თუ ეყოფოდათ. არ გააჩნდათ არანაირი თავშესაფარი და საარსებო მინიმუმი. სხვებივით ქუჩაში ათენებდნენ სკამებზე წამოწოლილნი და დილას ისევ გიტარით ხელში უბრუნდებოდნენ რეალობას. თოვლში, წვიმაში და ქარში ისინი საკუთარი ოცნებების ასასრულებლად იბრძოდნენ. არა ერთხელ უგრძვნიათ სისუსტე და შიმშილი, რომელიც დანებებისკენ უბიძგებდათ, მაგრამ არა. წინ უფრო დიდი გეგმები ჰქონდათ ჩაფიქრებული. დრო რაც უფრო გადიოდა რწმუნდებოდნენ, რომ ადამიანები დაბრამვდნენ. კი არა დაბრამვდნენ, ზოგჯერ ზიზღითაც კი შეუხედავთ მათთვის. ნუთუ გაჭირვება ნაკლია?! დაცემა უფრო აძლიერებდა მათ. უკანასკნელ სამყოფ პურს სხვას დაუტოვებდნენ თვითონ კი იმაზე ფიქრში ათენებდნენ ღამეებს თუ, როგორ დახმარებოდნენ სხვებს. შეთანხმდნენ, რომ ეს მათი მშობლების ფულით არ მოხდებოდა და არც თვითონ დაბრუნდებოდნენ უკან. ეს იქნებოდა წვალებით ნაშოვნი ფული, რომელსაც უანგაროდ გასცემდნენ. ალბათ რთული წარმოსადგენია პურის ფულით ადამიანებს დაეხმარო, მაგრამ ეს ასე არ არის. ამისთვის ნებისყოფა და შენზე ზეაღმატებული სურვილიც საკმარისია. დიდების ნუ შეგეშინდება. ეს რჩეულთა ხვედრია ვისი სულებიც სიკეთის ჰარმონიითა გაჟღენთილი. დანარჩენს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ. ქალაქი თითქოს უგრძნობი და უემოციოა. ქუჩები სავსეა ხალხით, მაგრამ ეს წარმოსახვას ჰგავს. ეს ერთი დიდი სიცრუეა სადაც ვცხოვრობთ. ის ცარიელი და მიტოვებულია. ადამიანები ყოველდღიურად მიმოდიან აქეთ-იქით, მაგრამ ის მაინც ცარიელი რჩება.


                                                                                                          (გაგრძელება იქნება)

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები