ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 თებერვალი, 2018


პატივი ვცეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”

პატივი ვცეთ საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიას,  ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”


რას ნიშნავს უცხოური წარმოშობის სიტყვა ”დისიდენტი”?
სიტყვა ”დისიდენტი”, თანახმად წიგნისა ”მოხელის სამაგიდო ლექსიკონი” / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]., ნიშნავს:
ლათინურ ენაზე:  dissidens (dissidentis);
ინგლისურ ენაზე: dissident, nonconformist, dissenter;
გერმანულ ენაზე: dissident;
ფრანგულ ენაზე: dissident.
1. გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილი (რჯულგანდგომილი)
2. ის, ვინც არ ეთანხმება გაბატონებულ იდეოლოგიას, სხვაგვარად მოაზროვნე.

(იხ.  ვებ. გვერდი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3696 )


სიტყვა ”დისიდენტი”, თანახმად წიგნისა ”სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი” / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.], ნიშნავს:
”თავდაპირველად აღნიშნავდა სხვაგვარად მოაზროვნეს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს. ცივი ომის პერიოდში ტერმინი გამოიყნებოდა სოციალური ბანაკის იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც არ ეთანხმებოდა გაბატონებული იდეოლოგიის პოლიტიკურ დოგმატიკას. დ-ების ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი იყო. ისინი ღიად, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. რამდენადაც ამის გაკეთება ტოტალიტარულ სისტემებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მონოპოლიის გამო უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ამდენად დ-ები მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურის გავრცელებას თვითგამოცემების სახით. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ ცივი ომის პერიოდში გამოცემული „ჯვარი ვაზისა“ სწორედ ამ სახის ლიტერატურას უნდა მივაკუთვნოთ. დ-ობა არ არსებობს იქ, სადაც არსებობს რელიგიური და პოლტიკური პლურალიზმი, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შემწყნარებლობა. შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა კავშირში დ-მ ფუნქცია დაკარგა იმ პროცესების შემდეგ, რომლებიც თან მოჰყვა გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკისა“ და პლურალიზმის“ გამოცხადებას”.

(იხ.  ვებ. გვერდი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3696 )


ჩემო ქართველო ხალხო,

სიტყვა ”დისიდენტი” უცხოური წარმოშობისაა, არაქართულია. მოვძებნოთ ამ უცხოური, არაქართული წარმოშობის სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვა ”დისიდენტის” ნაცვლად იგივე ცნების, ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, აღსანიშნავად იყენებს ქართულ სიტყვას ”მწვალებელი”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთ ადამიანებს არა მარტო წარსულში უწოდებდა ”მწვალებლებს”, არამედ დღესაც, პირდაპირ ახლა, უწოდებს ”მწვალებლებს”.

ლათინურად (ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად) ”დისიდენტი”,  ქართულად ”მწვალებელი”. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზუსტად უწოდა. ვეთანხმებით. გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.


ლათინურენოვანი წარმოშობის სიტყვის ”დისიდენტის”, ანუ ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, ქართულენოვანი შესატყვისი, ”მწვალებელი”,  დადგენილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შუა საუკუნეებში.

ანუ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილებს შუა საუკუნეებიდან დაწყებული ”მწვალებლებს” უწოდებს. უკვე რამდენიმე ასეული წელია. ვიმეორებ, არა მე-20 საუკუნის 70-80 წლებიდან დაწყებული, არამედ შუა საუკუნეებიდან დაწყებული. უკვე რამდენიმე ასეული წელია.  დღესაც, პირდაპირ ახლაც.

სიტყვა ”დისიდენტი” ქართული წარმოშობის ტერმინი არ არის, და  მისი გამოყენება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ დაუდგენია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ტერმინს, ”დისიდენტი”, არასდროს არ იყენებდა და არც ახლა არ იყენებს ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)” აღსანიშნავად.

მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვა ”დისიდენტის” ნაცვლად იგივე ცნების, ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, აღსანიშნავად იყენებდა და იყენებს ქართულ სიტყვას ”მწვალებელი”,  დაწყებული შუა საუკუნეებიდან.  უკვე რამდენიმე ასეული წელია. დღესაც, პირდაპირ ახლაც.


ჩემო ქართველო ხალხო,

1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციამ სიტყვა ”დისიდენტი” აირჩია თვითდასახელებად.

1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციას ძალით ვინმე არ აიძულებდა, რომ საკუთარი თავისთვისთვის ”დისიდენტები” ეწოდებინათ, მაშინ როცა წინასწარ იცოდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვა ”დისიდენტის” ნაცვლად იგივე ცნების, ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, აღსანიშნავად იყენებდა ქართულ სიტყვას ”მწვალებელი”.

ანუ, 1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციოს თვითდასახელება ”დისიდენტები” ქართულ ენაზე ითარგმნება როგორც ”მწვალებლები”.

ანუ, სიტყვები ”საქართველოს დისიდენტები” ითარგმნება როგორც ”საქართველოს მწვალებლები”.

ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”.

მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოში საზოგადოების არც ერთ წევრს არასოდეს არ გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)” აღსანიშნავად  ქართული სიტყვის ”მწვალებელის” გამოყენების გამო.

თუ 1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციას ეთაკილება ის, რომ მათი თვითდასახელება, ”დისიდენტები”, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სახელდებულია როგორც ”მწვალებლები”, ეს მისი, 1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციის, პრობლემაა.

1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციას შეეძლო თავისი თავის თვითდასახელებად რომელიმე სხვა სიტყვა აერჩია, არა ”დისიდენტები”, არამედ რომელიმე სხვა სიტყვა. სიტყვების მეტი რა არის? მაგრამ  1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციამ ამჯობინა კათოლიკურ-პროტესტანტული დასავლეთისთვის თავის მოსაწონებლად, ტყუილა არა, დასავლეთისგან ე.წ. ”გრანტების” მისაღებად, კათოლიკურ-პროტესტანტული დასავლეთის მიზნების განხორციელების, მართლმადიდებელი ქვეყნების განადგურების, სანაცვლოდ, თვითდასახელებად მათთვის გასაგები სიტყვა ”დისიდენტები” გამოეყენებინა.

ბოლოს და ბოლოს, 1970-1980-იანი წლების საქართველოს ანტი-საბჭოთა ოპოზიციას ძალით ვინმე არ აიძულებდა, რომ საკუთარი თავისთვისთვის ”დისიდენტები” ეწოდებინათ, მაშინ როცა წინასწარ იცოდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უცხოენოვანი, არაქართული,  სიტყვა ”დისიდენტის” ნაცვლად იგივე ცნების, ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, აღსანიშნავად იყენებდა ქართულ სიტყვას ”მწვალებელი”.

თუ ვინმეს ეთაკილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სახელდება, ეს მისი პრობლემაა, ვისაც ეთაკილება. გზა ხსნილია. ვისაც არ მოსწონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მის მიერ სახელდება, შეუძლია წავიდეს საქართველოდან.

ჩვენ კი პატივი ვცეთ საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიას, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უცხოენოვანი, არაქართული,  სიტყვა ”დისიდენტის” ნაცვლად იგივე ცნების, ”გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილის (რჯულგანდგომილის)”, აღსანიშნავად იყენებდა და იყენებს  ქართულ სიტყვას ”მწვალებელი”, ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
10.02.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები