ნაწარმოებები



ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2018


შენ

შენ ამოგდიან არსებობის უცხო სიტყვები
შენ შეეჩვიე. ჩაიქნიე ხელი. გეტყობა.
შენ. წვიმებია. სენტიმენტი. ვეჭვობ მიტყდები.
როგორც უძილო ღამეები, როგორც ეპოქა.

შენ. სიზმარია. მარტოობა. კატამარანი.
ალბატროსია. ზღვის ღმერთების ციდა ფარეში.
შენ. გეშინია მირაჟების სადაც არავინ
სიკვდილის გარდა. არაფერი. დაღლილ თვალებში.

შენ. ჰორიზონტი. საშველია. მატერიკია.
ჰიპოთეზაა. სიცოცხლისკენ მიზიდულობა.
შენ. ფიქრებია. საათები. სადღაც მიქირიან.
იგავებია. კოშმარები. სადაც გწყუროდა.

შენ.  სამყაროა. სამყარო გრგძნობს. ცივი ხელები
ცივი ლოგინი. მოგონება.
იფის სამყარო.
ასიათასჯერ ოცნების გადამღერება.
შენ. არაფერი. საშველია თავი დახარო.

შენ. არსებობა. ,,კატის თათი“ უცხო სიტყვები.
შენ შეეჩვიე. ჩაიქნიე ხელი. გეტყობა.
შენ. წვიმებია. სენტიმენტი. ვეჭვობ მიტყდები.
როგორც უძილო ღამეები,
როგორც ეპოქა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები