ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2018


***

წამო, წამომყევი იქ, სადაც სიცოცხლეს
ახალი სამოთხის  გემო და სუნი აქვს,
იქ, სადაც სიყვარულს სამყაროს ოდენა ყველაზე, ყველაზე ფერადი გული აქვს.
წამო, წამომყევი ნუ შეგეშინდება
მზერით გატარებ და სულში ჩაგისახლებ,
ჩვენი სიყვარული მზეს შეექიშპება
ამას გპირდები და მიზნად დაგისახებ.
წამო, წამომყევი ახლა, მარტის პირზე
აპრილს შევეცილოთ ტყემლის აფეთქება,
გიკვირს ჩემი მხრიდან ასე სიგიჟე და
თანაც ხვდები როგორ გვშვენის გაგიჟება.
იქ, სადაც სიცოცხლე, ახალი სამოთხის
ახალი ფერებით, ვნებებად ირთვება
იქით წამომყევი,  იქით ავიხდინოთ
სამყარო  ჩვენეულ სუნთქვად და სიტყვებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები