ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2018


სიმშვის პაროდია

                                         


ამოსატუმბია ჩემში დაგროვილი უჰაერობა,
მუდმივ შინაგან სიმჭიდროვეს რომ იფართოებს.
რატომ იმუქრებიან მატარებლის ვაგონებში
განაპირა ადგილებიდან ჩემი მსგავსი არსებები
ყოველდღიურობით გაფითრებული გამოხედვითა
და ყელში ამოსული ერთმანეთობით.
ვხედავ მათი ყურებიდან გადმოკიდებულ
მინიატურულ ბოგირებზე,
როგორ მიძვრებიან თავებისაკენ უშედეგოდ
მუსიკალური ჟანრები
და მათსავე ზურგჩანთებიდან გაუჩინარებულ
ხვალინდელ დღეებს, ჩაბნელებულ გვირაბში
გაფითრებული ნესტით ვთხუპნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები