ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


ჰადესის კომენტარმა გამახსენა გუშინ ეს ლექსი და იყოს აქ. მაინც უსათაუროა

ჩამოიტოვა ასპარებზე რითმამ ვერლიბრი,
ყველა ეპოქა პოეზიამ გაათავისა,
მხატვრის ტილოსთან პეიზაჟები ჩანს ველ-მინდვრის,
მე ვეღარ ვარჩევ ფერებს, ვეღარ... გარდა ამისა,

ისე გახშირდა ამოსუნთქვებს შორის პაუზა,
(ზოგი იფიქრებს ჩერჩეტობო, ზოგიც - ახურებ...)
უკვე მჯერა (და გამატარე, ურწმუნო მუზავ!)
რომ სადაცაა საიქიოს მოვინახულებ.

შემოახია ხეს ფოთლები ქარმა ველურმა,
(მგონი ამ ფრაზით აჯობებდა სულაც დაწყება)
ზის სადმე დინჯად სულ პირველი იუველირი
და ზუსტად იცის ჟაჭვი სად და როდის გაწყდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები