ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2018


მოსწავლე - მასწავლებლური

მოსწავლე მყავდა, რომელიც ჩემს ყოველ შეკითხვაზე დაჟინებით ითხოვდა, რომ პასუხი მას გაეცა, ხოლო როცა საპასუხოდ ვიხმობდი, ,,ენის წვერზე მიგორავს და ვერ ვამბობ"-ო, ჩუმდებოდა. მან იცოდა, რომ არ იცოდა, მე კი არ ვიცოდი, რომ ვისწავლიდი...

,,მასწა, მასწა, ენის წვერზე მიგორავს"-ი, -
გულისსიღრმე თავში ამოტივტივდა.
ვრწმუნდები, რომ სიცოცხლის და რწმენის არსი,
კავშირშია სწორედ ბავშვის ტიტინთან.

,,მასწა, მასწა, ენის წვერზე მიგორავს"-ით,
ციმციმებდა  გულის თვალზე  ღიმილი.
მომავალში, თოთო ბავშვი მუხლზე დავსვი;
ჩავიკარი - მივიკერე ღილივით.

,,ენის წვერზე მიგორავს და ვერ ვამბობო"...
ეჰ, უთქმელი სიტყვებია იმდენი...
და ცხოვრების ბეწვის ხიდზე მთვარეს  ვაბამ,
და ბნელ  ფიქრებს ფარასავით მივდენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები