ნაწარმოებები



ავტორი: ბ/ბ
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2018


თვით შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი

იანვრის კვდომას ითვლის წამები,
სარკმლის ზღუდეზე ეცემა წვეთი,
უხმოდ ვეძებდი და მივაგენი
(ცთვით შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი).
თვით შენს თვალებში ვიპოვე სუნთქვა,
სამყაროს ფილტვებს გრძნობით რომ ავსებს,
წვიმა მინაზე კვლავ შოპენს უკრავს,
წვეთები კრთომით ცეკვავენ ვალსებს.
შორს ცის კიდეზე ვკვდები მრავალჯერ
და ვიბადები ისევ მარტებად,
რომ უსასრულოდ (სულ არ ვაჭარბებ)
პირველად ნახვის ვიგრძნო ხატება.
წვიმა მინაზე ბეთჰოვენს უკრავს,
სარკმლის ზღუდეზე ეცემა წვეთი,
თვით შენს თვალებში ვიპოვე სუნთქვა,
თვით შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი.
~ბ.ბ.~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები