ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
21 თებერვალი, 2018


გიგა სოფლად

  გიგას დიდი ხნის ოცნება აუხდინეს მშობლებმა. იგი ბებოსთან და ბაბუასთან გადაიყვანეს სოფლის სკოლაში. კლასში მისულს ბევრი ნაცნობი დახვდა, ზაფხულის არდადაგებზე დამეგობრებულები. მასწავლებელმა შეაქო. ყოჩაღ ზურა!-ბევრი აქედან გარბის, შენ კი დედაქალაქიდან აქ დაგვიბრუნდი.
  დილით მაღვიძარის დაყენება უკვე აღარ ჭირდებოდა.მამლის ყივილი და ქათმების კრიახი აღვიძებდა, ბებოს ფაქიზო მათ ბანს აძლევდა, თხებიც ეჟვანის წკარუნით აყვებოდნენ, ნამდვილი სასულე ორკესტი იყო.
დილაობით ბებოს კვების განრიგას არ არღვევდა, ხაჭაპურს და ცხიმის აფკგადაკრულ ჭიქა რძეს მიირთმევდა, კვირაში სამჯერ ახალი კვერცხიც უნდა ეჭამა. ძალიან უხაროდა შაბათ-კვირის მოსვლა, უნდოდა მთელი დღე მათ მიხმარებოდა. ბებოზე ადრე დგებოდა, ქათმებს გამოუშვებდა, დააპურებდა. სახელების კი დაარქვა, ქოჩორა, ყელტიტველა, ფაჩუჩა, მეგრულა, თეთრულა, ერთი სული ქონდა ღაბუა როდის დაჩეკავდა წიწილებს.
მერე კაცის საქმეების ჯერი დგებოდა. ნახირს გადევნიდა, ღორებს გამოუშვებდა და ხევს გაღმა გადადენიდა. შემდეგ ბაბუს წაჰყვებოდა ტყეში სარის მოსატანად, პატარა პამიდვრის სარებს თავისთვის აწყობდა, დიდებს, ლობიოს სარებს ბაბუასთვის აწყობდა. ბროლიაც თან ახლდათ, მინდვრის თაგვებს დასდევდა.
  სათევზაოთაც ხშირად დაჰყვებოდა ბაბუს, უკვე ცნობდა თევზებს, სახელები წიგნიდან ახსოვდა. გუშინ ამათეამ ტყუპი თიკანი მოიგო, საწოვარით რძის მიცემა არავის დაანება. ბაბუს შეჰპირდა, როცა ჭრელა მოიგებდა, ბოჩოლას თვითონ აძოვებდა.
  ერთ შაბათ დილით ზურა ჩვეულებრისამებ დილით ადრე ადგა, ქათმები დააპურა, თიკნებს აჭამა და საღორისკენ წავიდა, გობი გამოიტანა, აჭამადა და ხევს გაღმა გარეკა.
  საღამოს ბებო მივიდა საღორესთან მაგრამ ცარიელი იყო. შეწუხდა ბებო, მაკე იყო ,იქნებ ადრე მოიგოო. წავიდნენ საძებნელად ბაბუ და გიგა.
დაიარეს ახლო-მახლო სერები, ძაღლიც თან გაიყოლეს, მართალია ბროლია მეძებარი არ იყო, მაგრამ ისე ყნოსავდა თითოეულ ბუქის ძირს, სოროებს, როგორც ნამდვილი მეძებარი.
  ასე გავიდა ერთი კვირა,ბებია უკვე შეეგუა იმ აზრს რომ მგელმა შეჭამა. ორშაბათს დილით ის იყო გიგა სკოლაში უნდა წასულიყო, თვალი საღორისკენ გააპარა და სიხარულით დაიყვირა.
  ბებო, ბებო! ღორმა გოჭები მოიყვანა. გახარებული ბებო გამოიქცა, თვალებს არ უჯერებდა ნახა ექვსი წამოიჩტული გოჭი მადიანად შეექცეოდა წამოტლაკულ დედის ძუძებს.
  გია სკოლაში გახარებული გავარდა, ერთი სული ქონდა როდის დადგებოდა შაბათი-კვირა, რომ მათზე ეზრუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები