ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2018


თავსახსრიანთა სახეობა

  თავსახსრიანთა სახეობა
            ,,გაუმარჯოს ხელოვნებას!''
                      ფრთიანი გამონათქვამი
ქარიშხალია, ძალას იკრებს ჩემში პროტესტი,
ბინძური ქუჩის ქვაფენილზე ვერ ნახავთ გროშსაც,
არა თუ მიწას, სამყაროსაც მგონი მოვბეზრდი
და ნაფლეთებად მიმოფანტულ ნერვებს ძლივს ვბოჭავ.
მუტაციურმა ინტელექტმა დაფარა სივრცე,
თავსახსრიანთა სახეობის დამდგარა ერა,
ადამის გენი გოლიათთან ბრძოლაში მიწვევს,
თუმცა სულს ღაფავს, მაგრამ მაინც შემომრჩა ჯერაც.
,,ვერცხლის ჩხრიალის'' ჟღერადობა არა იუდის,
სამანწაშლილი ანგარება პირგასამტეხლო,
,,ოცდაცამეტი’’ სასაცილოდ აღარც კი უღირს,
ემისხალება დედამიწა, თვით საქართველოც;
სახეობაა სულ ახალი, თავსახსრიანი
და სახეზე გვაქვს ინტელექტის ინკუსტრაცია,
ჯერ ისევ ჰქვია სამწუხაროდ ადამიანი,
ლუციფერისთვის სულიც უკვე მიუბანძია.
ქარიშხალია, ძალას იკრებს ჩემში პროტესტი,
ბინძური ქუჩის ქვაფენილზე ვერ ნახავთ გროშსაც,
არა თუ მიწას, სამყაროსაც მგონი მოვბეზრდი,
დანაფლეთებულ, მიმოფანტულ ნერვებს ძლივს ვბოჭავ.
 





















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები