ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2018


კაცი მიყვარს

კაცი მიყვარს,მთაზე ლოდს რომ ააგორებს
და მთის თავზე, ამ ლოდთან რომ დადგება.
მხრებს გამართავს, დასალიერს გააგონებს,
ღმერთო , შენი სიყვარულით სავსე ვარ!

კაცი მიყვარს ეკლის გვირგვინ შემორტყმული,
სხვის იარებს რომ უხდება მალამოდ.
გაგრძნობინებს, რომ უფსკრულთან დაგიდგება და მის თავზე აგიყვავებს სამყაროს!

კაცი მიყვარს,სავსე გულს რომ მიაბარებ,
უდარდელად გაგიშენებს სავანეს.
მიხვალ,მხარზე გადაღლილი თავს მიადობ
და შენს მშვიდძილს არასოდეს არ ავნებს!

კაცი მიყვარს, სიტყვის! საქმის! იმედების!
ალბათ გზა კვლავ შორია და შევხვდები.
მივდიოდი ამ ფიქრით და ხეივანში,
აშრიალდნენ ქარშეჩენილ ვერხვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები