ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2018


ეტიუდი - თებერვალი

ნინო დარბაისელი

ეტიუდი - თებერვალი
- - - - --  - - - -

ბარდნისო.
რა ბარდნა!
ეს - ანგელოზები, ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და
კენტად ვარდებიან,
ეკალ-ბარდებიან ქალაქს  ბარდებიან,
სიკვდილს ბარდებიან ისევ.

თოვლი - შელახული  ფეხით და ტალახით
რაღაც,  ხათრიანად ქალაქს დასდებია ალაგ.
დღეა არეული,
რაღაც, ერთდროულად
თბილი და  უხეში,
მწარე.
თუ ხეში წყალია,
რომც არ მოჟონავდეს,
ნიშნავს - ცოცხალია...
(იქნებ).
ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია,
და კაკაფონია -
ასეთი ფონია -
ქალაქი კი არა, ნაქალაქარია;
ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით  -
ხელით ნაჩქარევით
ლაქა მოყვითალო არის მონიშნული -
მზეა.

დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია,
სილურჯე- სიწითლის
ორგვარი ნაზავი;
ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია,
დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში,
იებია თუ ყოჩივარდებია,
მიწიდამ მოდიან?
ციდან ვარდებიან?
ცვენა.

ადამიანები,
ადამიანები,
ადამიანები ჯერ ისევ არიან!
ეძიე!
იპოვი!
(ალბათ)

იები- პირველი,
ყინულზე - ნარვალი,
ყინვის საბერველი -
მწველი თებერვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები