ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თანამგზავრი
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2018


შემცვლელი

                                                                                                    ყ  უ  რ  ა  დ  ღ  ე  ბ  ა
                                                                  " მოთხრობა დაწერილია არაფხიზელ მდგომარეობაში!!! "

                                                                                                              შესავალი

ხის ჩარჩოში მოთავსებული ფოტო-სურათი , უცნაური ფორმის კედელში იყო ჩასმული. ეს იყო პირველი რაც მან დაინახა და აღიქვა, თვალების უკონტროლო მოძრაობით  შეეცადა გარშემო მიმოეხედა, მაგრამ ამაოდ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ფოკუსირება, მხოლოდ ერთ წერტილზე შეძლო.
  "სინათლე",  პირველი სიტყვა რაც მან გაიფიქრა  გონებაში. წამოცდა კიდეც და გაჩუმდა, ვერ აცნობიერებს რა ხდება გარშემო, მეხსიერება თანდათან, მაგრამ საკმაოდ სწრაფად უბრუნდება.
  წერტილი, რომელზეც მან ფოკუსირება შეძლო, მის მოპირდაპირედ, რამოდენიმე მეტრის მოშორებით, სამზარეულოს მაგიდასთან მდგომი ქალი იყო.
  ოთახში, დაბალ ხმაზე, ბლიუზის სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა და ამ ჟღერადობის ფონზე, ქალი მოძრაობდა, ისე  თითქოს იგი ყვავილი ყოფილიყოს,  ქართან მოცეკვავე, გაზაფხულის მზიან ამინდში.
პირველი სიტყვიდან დაწყებული  11 წუთი და 6 წამი დაჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად და თავისი პიროვნების დასაბრუნებლად. მისი ცნობიერის დაბრუნების შემდეგ კი...
 
                                                                                                                თავი 1

...- ვიცი ძვირფასო რომ შენ და დედას არ გაქვთ კარგი დამოკიდებულება, მაგრამ რა შეიძლება რომ გააკეთო ? უნდა გავუძლოთ, სულ რაღაც ერთი ღამით ჩამოდის ...მოდი ცოტა გამხიარულდი და მეცეკვე, ნუ დგახარ გაქვავებული, თქვა ქეითმა და ნელ-ნელა, რითმული ნაბიჯებით მიუახლოვდა გამოფხიზლების პირას მყოფ ალფრედს.
- გამარჯობა კეითრინ, მიმართა გონზე მოსულმა ალფრედმა, მის წინ მოცეკვავე ქეითს.
- კეითრინ?  ესეიგი მაინც გაიქცა არა ალფრედი და შენ გთხოვა მოსვლა?  ნაზი, მაგრამ სწრაფი ტემპით უსმევდა შეკითხვებს ქეითი,  თავის გარდასახულ მეუღლეს.
- დიახ, უპასუხა ალფრედმა  და ოდნავ, შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
- გამარჯობა ალფრედ, არ გამიბრაზდე, ჰო იცი რომ არა ვარ ნაწყენი შენზე, უბრალოდ ის.. სულ ასე მიკეთებს, დედას  ვახსენებ და.. თანაც დედას შენ უფრო მეტად უყვარხარ. მეც მიყვარს შენი ისტორიების მოსმენა ასე რომ.. პატარა. - ბავშვივით დასტრიალებდა და ელაპარაკებოდა ქეითი თავის გარდასახულ მეუღლეს.
- ქალბატონ ორიონს, რასაკვირველია მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ხოლო რაც შეეხება ალფრედს, დიახ მან სწორედ ამ დღის გამო მომიწვია ღმერთების სამყოფელში.
- ისევ თქვენობითი ფორმა? განა ჩვენ  მეგობრები არა ვართ? თანაც კეითრინს მხოლოდ შენ და დედა მეძახით.
- სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ვამჯობინებდი სრული სახელით მომემართა თქვენთვის.
-“თქვენთვის“ ? მაინც  არ იშლი ხომ შენსას ?  კაი დავანებოთ თავი ამ თემას, შენ ის მითხარი ალფრედს თუ ესმის ჩვენი, ამ მომენტში?! მაცდური მზერით დაუსვა შეკითხვა ქეითმა.
- ამ თემაზე თუ არ ვცდები უკვე ბევრჯერ გვისაუბრია
- კი მაგრამ, შენ მხოლოდ თქვენთვის გასაგებ ენაზე საუბრობდი, ახლა კი უბრალო ადამიანურ ენაზე მინდა რო ამიხსნა და დაიწყე ყველაფერი თავიდან. სანამ დედა მოვა ცოტა დრო კიდევ გვაქვს.- ღიმილიანი სახით უყურებდა ქეითი ალფრედს და თან ცდილობდა რაიმე თუნდაც ელემენტარული ემოცია შეენიშნა თავის გარდასახულ მეუღლის სახეზე, თუმცა ამაოდ.
- სამწუხაროდ ძალიან მცირე დროა, იმისათვის რომ აგიხსნათ ყველაფერი, ასე დაწვრილებით, მაგრამ შემიძლია ნებისმიერ თქვენ შეკითხვას შეძლებისდაგვარად ვუპასუხო.
- მაშინ ის მითხარი ალფრედს თუ ესმის ახლა ჩვენი?
- ეს ჩვენი საუბარი და ნებისმიერი სხვა მოქმედება რასაც გავაკეთებ, აღიბეჭდება მის მეხსიერებაში, ანალოგიურად როგორც მე ვიცი მისი თითოეული მოქმედება, რადგან ჩვენ გვაქ ამ სხეულის ერთი გონება, ანუ ამ მომენტში მას ჩვენი არ ესმის თუმცა “დაბრუნების“ შემდგომ ეცოდინება ყველაფერი, რაც ჩემს აქ ყოფნაში თავს გადაგვხვდა. იმედია შედარებით გასაგებ ენაზე აგიხსენით.
- ანუ თქვენ ერთმანეთს უბრალოდ ცვლით. ჩემმა ალფრედმა დაიკავა შენი ადგილი და პირიქით, შენ მისი ადგილი დაიკავე, ასევე შენ იცი ყველაფერი მის შესახებ რადგან მის გონებაში ხარ და პირიქით, ხომ მართალი ვარ?
ისევ მომღიმარი სახით  და ინტერესით სავსე ,მოკაშკაშე თვალებით შესცქეროდა ქეითი მის გარდასახულ მეუღლეს . პატარა ბავშვს გავდა . მამის მოყოლილ ისტორიაზე  სასიამოვნოდ რო იღიმიან და ცდილობენ ,ყურადღებით უსმინონ თითოეულ ფრაზას .
- თუმცა ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეც შეგვიაძლია ავხსნათ ეს სიტუაცია  ალფრედი ცდილობდა რაც შეიძლება გასაგებად  აეხსნა ქეითისათვის მისი პასუხი.
-ალფრედ,  ბევრჯერ გითქვამს რომ, შენ იმყოფები ღმერთების სამყოფელში, რას ნიშნავს ეს?
- ადამიანს აქვს “უნარი“ შექმნას უამრავი სამყარო მის გონებაში, ყოველთვის როდესაც ფიქრობს და წარმოიდგენს რაიმეს, არააქვს მნიშვნელობა რას, ის თავისდაუნებურად სამყაროს კიდევ ერთ ნაწილაკს უყრის საფუძველს. ერთ-ერთი ასეთი სამყაროს ნაწილაკი ვარ მეც, ალფრედის შექნილი სამყაროს მცირედი ნაწილი. ამიტომ თქვენ ჩვენ “შემქმნელებს“ გიწოდებთ “ღმერთებს “  და პლანეტა დედამიწას კი “ღმერთების სამყოფელს“.
  ქეითი, ღიმილიანი, მშვიდი სახით უსმენდა ალფრედს  და დროდადრო მხოლოდ მარჯვენა მხარეს, ხელის მარტივი მოძრაობით ისწორებდა ოდნავ დანამულ თმებს.
- რა კარგია, ანუ მე შემიძლია ახლა რაიმე შევქმნა? და თუ ვქმნი სად არის ეს?
- დიახ, ამ მომენტშიც კი რაც გაიაზრეთ და  რასაც გონებაში ფორმა მიეცით ეს უკვე შეიქმნა  და სხვა განზომილებაში არსებობს, ასევე არსებობს აქ და ამ მომენტში, მაგრამ მხოლოდ თქვენს გონებაში .
- სხვას არ შეუძლია ამ სამყაროს დანახვა?
- რაც არ უნდა ეცადოთ რომ სხვას მოუყვეთ  თქვენი ფიქრები, ის სხვა თავისებურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მე ვგულისხმობ ფორმებს. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანოთ წიგნი. როდესაც წიგნს კითხულობთ პერსონაჟებს გარკვეულ სახის ფორმას და შეფერილობას აძლევთ, იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. თუმცა არც ისე იშვიათად ხდება სამყაროების გადაკვეთა, ეს იმას ნიშნავს რომ ორი ადამიანის ფიქრები და ფორმები ემთხვევა ერთმანეთს, ზუსტად ამ მომენტში შეუძლია დაინახონ ერთმანეთის სამყარო
-შენ რას ფიქრობ, მოგწონს ჩვენი პლანეტა?
- როდესაც ვიმყოფები ჩემი “შემქმნელის“ სხეულში, შევიგრძნობ და აღვიქვამ ყველანაირ ემოციას და მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ ულამაზესი და ურთულესი აგებულებისაა ეს სამყარო, თითოეული ფოთოლიც კი იმდენად რთული სისტემით არის შექმნილი, რომ გააანალიზებაც კი მიჭირს ვისი ფიქრების და ფანტაზიების ნაყოფი შეიძლება იყოს ეს სრულყოფილი განზომილება, აქედან გამომდინარე  გეტყვით რო მომწონს და მეტიც, უბრალოდ სიტყვებსაც ვერ შეუხამებ ამ შეგრძნებას რასაც აქ, ამ განზომილებაში განვიცდი.
საუბარს შეყოლილმა ქეითმა, უეცრად კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა და ისევ მხიარულად და ცეკვა-ცეკვით დააპირა საძინებელ ოთახში შესვლა.
- დიდი დრო გასულა ალფრედ, მალე დედაც უნდა მოვიდეს, მე ჩავიცვამ რაიმეს, მანამდე  კი ბოლო შეკითხვას დაგისვამ  და მერე გავაგრძელოთ, კარგი ?! 
- როგორც გენებოთ
- წითელი კაბა ჩავიცვა თუ ლურჯი ?
....................................................................................................................................



                                                                                                                თავი 2

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები