ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2018


გზავნილი ადამიანებს



ახლა გზავნილებს ფოსტაში ყრიან,
აღარც მტრედს მოაქვს ბარათი ღია.
ახლა “მესიჯობს” ნუცა, თეკო და ნია,
მათ  გაუმართავთ ეს–ემ–ეს კონ–ფე–რენ–ცია.
ის დრო წავიდა – პროფესორების,
გოეთეების, ჰომეროსების.
დროა პიარის, ფულის ჩხრიალის,
კომერციული დროა.
თუ ბებოები იტყოდნენ ადრე:
“მთავარი არის პატიოსნება”,
ახლა სიძეებს ზომავენ ასე:
“რა მანქანა ყავს? –“ ჯიპი–ოცნება.”
“რა მობილური? ან რა კეისი?
ნუთუ, გვეყოფა ბინის სფეისი?
ამასთან, თუ ის არის “ფეისი”,
თითქმის პრინცია უკვე ვეილსის.
“პორტირება “ცვეტშია”?
გიას გოგო სვეტშია.
ელიტაა, თუ ბომონდი?
ნამდვილი “სვეტი”, თუ პონტი?
ან ეს გუგაჩო ვინაა?
მან სად გაიცნო ნინაა –
ეს გიას გოგო? მე ფრიად
მაინტერესებს, ფერი ფერს
თუ შეხვდება და მადლი ღმერთს.
ჯეოსელი თუ მაგთია,
ეგ უკვე საქმე მათია.
პორტირება რომ “ხოდშია”,
ეგეც “ბიძების” ხოშია;
და ამ დროს მრავალს რომ შია,
პირს აფჩენს, როგორც შოშია,
მათთვის ერთი დღე გროშია
და ერთი თეფში ბორშია,
ზოგისთვის კიდევ? – პორშეა.
მთავარი არის, რომ სულით
ვიყოთ ერთურთის ერთგული.
გუგას და ნინას შორის
არ იდგეს ვინმე ორი;
მართალი იყვნენ ღმერთთან,
როცა რჩებოდნენ ერთად.
რაღაცა იყოს მყარი,
რასაც ვერ შეცვლის მოდა,
არ მითხრათ ახლა: “მარი,
შენ კიდე რეებს ბოდავ!”
არა, უბრალოდ ვამბობ,
რომ გუშინ ვნახე ღმერთი,
მე ისევ მასთან ვსალმობ,
ისევ სანთლების ღვენთი
დამდის და ისევ მინდა,
ამურმა იბატონოს,
და როგორც წყვილი წინდა,
ისე არ გამოცვალოს
გუგამ და ნინამ: სვეტში
მოსულიაო – არ თქვან.
ან, სხვამ –ჭედავსო ნეტი,
თორემ, იცოცხლეთ, ქაქანს
მოაყოლებდნენ იმდენს,
რა სიყვარული, თურმე?
ვირტუალური თუკი
მოდის ეს საუკუნე? 
პ.ს. სიყვარული ვერტიკალურია და თანაც, ბრუნვადი
თქვენი დედამიწა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები