ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 თებერვალი, 2018


...

ისეთი წვიმებიც იყო,ეზოდან რომ ვერ გავდიოდით და ისღა დაგვრჩენოდა,სიძველის გამო,აივანზე გადგმულ ტახტზე,ფეხებმოკეცილებს ერთმანეთის ფერად-ფერად ამბებზე უსასრულოდ გველაპარაკა ...როგორ არ გველეოდა სალაპარაკო..ანკი რა გამოლევდა?....
გადაიღებდა და გავიდოდით,დავსხდებოდით ჭიშკართან და მოვუმატებდით ბებიაჩემს საფორიაქოს..მეზობლებს ყავაზე საჭორაოს-სულ ახლებს,სულ ცინცხალს..
მოიტანდა ვინმე თბილ-თბილ,ახლადმოხალულ მზესუმზირას და ვაკნატუნებდით ჩვენს ბავშვობას..ჩვენს ოცნებებს...ფიქრებს...
მერე ოცნებებთან ერთად,თმებში ჩავიბნიეთ ერთმანეთის საიდუმლოებები და გავიზარდეთ....
ახლა სხვანაირი წვიმებია..და ხანდახან,მხოლოდ ხანდახან მოაქვს ის სუნი..ბავშვობის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები