ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2018


შემიყვარდი

ოცადგილიან სამარშრუტო ტაქსს
უჩუმრად მიაქვს ოცივე დარდი.
მტრედები სხედან სახურავებზე
და არ იციან, რომ შემიყვარდი.
ქუჩებს და ხეებს ფერი აქვთ ერთი,
ვამზადებ შენთვის სათქმელ სტრიქონებს.
ზოგი გულიდან ამომაქვს პეშვით,
ზოგსაც კი ... ვფიქრობ, ვფიქრობ, ვიგონებ.
ყველას თავისი დააქვს სევდები,
ყველას თავისი სერავს ტკივილი.
ასე ვიზრდებით, ასე ვბერდებით
და სხვას არ ესმის ჩუმი კივილი.
მძივად ავასხამ წვრილ წვრილ ვარსკვლავებს,
გზად გადავაქცევ მოკლე ბილიკებს,
მაინც მოგწვდები, მაინც მოგაგნებ
და ვეღარასდროს ვერ დამივიწყებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები