ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2018


გამიგებ...

წუხილს მოვარგე მაყუჩი და,
ხმის ამოუღებლად ბოგინობს.
სითბო და მწიფე ალუჩები
ფიქრმა რა ადრე ილოგინა...
დღე უჩემო თუ დღე საჩემო
თითქოს არც არაფერს მიქადის.
სიმარტოვემ თქვას დანარჩენი,
ბოთლიდან ცარიელ ჭიქამდე...
ხედებს, გაცრეცილ ფერებიანს,
მზეც მზერაჩამქრალი აცილებს.
ხეს რა აწვდილი ხელები აქვს,
ღმერთის ანაბარა კაცივით...
ნაკიანს ნაღვლობს თებერვალი,
მე - უხასიათო ამინდებს.
მარტოსულობა შემებრალა,
შენც თუ იგივე გჭირს - გამიგებ...
        09.02.18


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები