ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: თარგმანი
13 თებერვალი, 2018


* * *

★★★
დრო მოვა,  მე მოვკვდები,
ანუ,  არ ვიქნები.
მზე აისს შეასხამს ფრთებს,
მე კი, არ ვიქნები.
ჩაანაცვლებს ღამეს დღე,
აისს - დაისები,
გაზაფხულით სავსე გზებს
ზამთრის სანახები.
კატები და სახლები,
ქუჩები და გზები,
ყველაფერი იქნება,
მე კი, არ ვიქნები.
გარდაუვალ ცვლილებებს
ვექვემდებარები,
მაგრამ ვიცი, ოდესმე,
ისევ დავბრუნდები.
ატომთა იმავე ნუსხით,
რითიც დავიბადე,
თბილი მზერით,  არა სუსხით,
ისე,  როგორც ადრე.
ისევ ძველ სახეებს ვნახავ, 
მოსკოვისვე მკვიდრი,
ახლა რანაირიც მახლავს,
ისეთივე ფიქრით.
ცოდვების იგივე წყება -
შეჩვეულებს ვწყალობ,
ლექსიც იგივე მეწვევა,
გარემოებათა გამო.
არაფერს არ დამივიწყებს
ჩემი ძველი ბედიც,
მოკლედ - ისეთივე "მე",
მე კი არ ვიქნები.

ВЛАДИМИР ЛИФШИЦ

* * *
Час придет, и я умру,
И меня не будет.
Будет солнце поутру,
А меня не будет.
Будет свет и будет тьма,
Будет лето и зима,
Будут кошки и дома,
А меня не будет.
Но явлений череда,
Знаю, бесконечна,
И когда-нибудь сюда
Я вернусь, конечно.
Тех же атомов набор
В сочетанье прежнем.
Будет тот же самый взор,
Как и прежде, нежным.
Так же буду жить в Москве,
Те же видеть лица.
Те же мысли в голове
Станут копошиться.
Те же самые грехи
Совершу привычно.
Те же самые стихи
Напишу вторично.
Ничего судьба моя
В прошлом не забудет.
Тем же самым буду я...
А меня не будет.

--
1973

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები