ნაწარმოებები



ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2018


გზები

მინდა შენც რომ იცოდე
არ ცვდებიან გზები,
მიწას ჩახუტებულებსაც
შეუსხიათ ფრთები.
გზები გზაში არიან,
არ წყდებიან გზები,
უძრავადაც რომ ვიყოთ,
მაინც ჩვენ ვიღლებით.
მოაქვთ მრავალჟამიერ
უცხო სივრცეები,
სავსე შემოდგომები
და გაზაფხულები.
ცარიელი ზამთრები,
მწველი ზაფხულები,
მაგრამ სხვანაირები,
განა იგივენი.
მოგვყვებიან შლეიფად
ამღვრეული წლები,
გზები არ იდარდებენ
ჩვენ რომ წავიშლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები