ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2018


სამყაროს გავლით შენამდე (II)

        უცებ კარის გაღების ხმა გაისმა,რა თქმა უნდა არაფერი მოვიმოქმედე,გავჩერდი და დაველოდე,მინდოდა სახეზე კარგად შემეხედა.შემოვიდა თუ არა, არც კი შემომხედა,გაექანა საწერი მაგიდისკენ და ქაღალდებში ქექვა დაიწყო.არა სიუზან,ეს ის არ არის,რაღაც გეშლება.თუმცა, უკვე გვიანია,ნეტა შენს ჩერჩეტ ტვინში ჩამახედა.ამოვისუნთქე და ხელოვნური ღიმილით,თუმცა არც კი მიყურებდა,ვუთხარი: 
.      - მე კარგად ვარ.
.      - ოჰ, მის ფამენ,მაპატიეთ,ძალიან ვჩქარობ.კარგად რომ იყავით,ეს წასვლამდე მივხვდი,კისერზე მეხვეოდით,არ წახვიდეთ,მე თქვენ მჭირდებითო მეუბნებოდით.წესით, ასე სიმთვრალის დროს აკეთებენ,მაგრამ თქვენ, ყოველგვარ წესსა და ჩვევას ეწინააღმდეგებით თქვენი ბუნებით.
        - ტყუილია,ღმერთო ჩემო,ასე როგორ მელაპარაკებით!შეწყვიტეთ ფურცლების ფრიალი!
        - მე თქვენ გხედავთ,რატომ ღელავთ?რა არის ამაში ცუდი,თქვენ მას მიენდეთ.
        - მე თქვენ არ მოგენდეთ,გონება დავკარგე.
        - ქვეცნობიერზე ვამბობ.
        - აი თურმე, როგორიც ხართ,ყოვლისმცოდნე, თვითკმაყოფილი, ვითომ გენიოსი,რომელიც სულ რაღაცას ეძებს.
        - და რომელმაც მზრუნველობა გამოიჩინა, როცა გული წაგივიდათ.ხო,მართლა,რისი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო?
        - არ ვიცი.
        - კარგით. - ისევ გამიღიმა,რაღაც პატარა ფურცლის ნაგლეჯი ამოაძრო უჯრიდან,ჯიბეში ჩაიტენა და სამზარეულოსკენ ხელების ფშვნეტით გაემართა.
      - უნდა გამოგიტყდეთ,შიმშილის გრძნობა დიდი ხანია არ მიგრძვნია,ალბათ თქვენი დამსახურებაა,ჩემს წონას არ აწყენდა ერთი ორი კილო.
      - ოჰ,არა.ახლა ზედმეტ კილოგრამებსაც მე დამაბრალებთ.
      - ნუ ღელავთ,წონა არ მაწუხებს,უბრალოდ შეგრძნებების დაბრუნება ავღნიშნე.
      - თქვენი სახელი არ ვიცი.
      - ედრიენ კლარკი.
      - ინგლისიდან ხართ?
      - დიახ.
      - აკი მეჩქარებაო?მისტერ უცნაოურობავ.
      - აჰ, წეღან მეჩქარებოდა,ახლა კი ძალიან ბევრი დრო მაქვს.
      - ჰო,რა თქმა უნდა,რატომ არ მიკვირს, თქვენი დამოკიდებულება დროსთან ხომ სამყაროსეულ  თეორიებს სცდება.
      - მთლად ასეც არ არის,უბრალო არაპუნქტუალურობა იყო,ფსიქიკური დარღვევაც შეიძლება დაერქვას.
      - საზღვარი არა აქვს თქვენს უცნაურობას,თუმცა მართალი ხართ.
      - უცნაურობა დღეს სიმართლეს ნიშნავს,ხშირ შემთხვევაში.
      - მაინც რა არის თქვენი სიმართლე?
      - ის,რომ საჭმელი არ მაქვს და მოგვიწევს რომელიმე ახლომდებარე რესტორანს ვესტუმროთ,ამჯერად აიტანს ჩემი საფულე.
      - არ არის აუცილებელი,მე უნდა წავიდე,ალბათ ტელეფონში უამრავი გამოტოვებული ზარია,იმედი მაქვს დაკითხვებს არ მომიწყობენ.
      - თქვენ რა,მუდმივად ოჯახის კონტროლის ქვეშ ხართ?ეხლა მესმის თქვენი,რაღაცით კონსერვატიულიც ხართ.
      - სულაც არ ვარ კონსერვატიული,უბრალოდ სახლშიც და სამსახურშიც უჩემოდ არაფერი კეთდება,სიუზანი იქით,სიუზანი აქეთ,ღმერთო, როგორ ვიღლები ზოგჯერ.
      - თქვენ, ჩემთან იგრძენით დაღლა სიუზან,ეს იმას ნიშნავს რომ თავისუფლება შეგშურდათ.თქვენი მდგომარეობა არ არის სახარბიელო,მუდმივად თქვენზე მოთხოვნა მონობაა,თქვენ მათ ემსახურებით,ეს არ არის პრივილეგია.ეს მას შემდეგ ვიგრძენი,როცა გამოვეთიშე სამსახურს და ოჯახს,საყვარელი საქმე კი აზრობრივად ვერ დავთმე.
      - ფიქრობთ რომ რამის შეცვლა შესაძლებელია?
      - ყოველთვის მეგონა რომ რთულია,უბრალოდ ბომბის გავარდნასავითაა,აფეთქება,შოკი,შემდეგ კი ნარჩენებს სანაგვეზე ისვრიან და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.უბრალოდ ამისთვის მზად უნდა იყოთ,მე კი არ ვიყავი მზად,მამაჩემის გარდაცვალებას არ ველოდი.
      - მეცნიერი იყო?
      - უიღბლო მეცნიერი.
      - რაზე მუშაობდა?
      - ექსპერტების ჯგუფთან ერთად მუშაობდა ახალ მეცნიერულ ნაშრომზე, ადამიანის უკვდავებაზე,ცნობიერების შენახვის პრინციპით.რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ ორგანოთა ერთობლიობა, უპირველეს ყოვლისა ადამიანი არის ინფორმაცია.
        რაც შეეხება ნაშრომის სამართლებრივ მხარეს,ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც სამართლებრივი ნორმები პრაქტიკულად ერთგვარი მიდგომისაა,აკრძალული იყო ადამიანის კლონირება, ადამიანისმაგვარი არსების შექმნა, რაც დასჯადი იყო სისხლისსამართლებრივი წესით. კანონების ფორმირებამდე, არსებობდა შესაბამისი ექსპერიმენტები, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოები შეეცადნენ აღმოეფხვრათ ამგვარი მიმართულების ექსპერიმენტები.
        თითქმის ყველა ქვეყანას ქონდა ერთგვარი მიდგომა, ადამიანის კანონმდებლობით აღიარებაზე.ადამიანი გარდაცვლილად ითვლებოდა მაშინ, როდესაც ტვინი წყვეტდა ფუნქციონირებას, შესაბამისად, თანხმდებოდნენ, რომ ადამიანი ადამიანად ითვლება მხოლოდ დაბადების შემდგომ და არა ჩასახვის.ამიტომ სამართლის სუბიექტადაც არ განიხილებოდა.სამართლებრივი,რელიგიური,კულტურული და ბიოეთიკური რეგულაციების გამო ამ ტიპის ნაშრომზე მუშაობა შეუძლებელი იყო.მაინც მგონია რომ ბრძოლა ღირს,იქნებ სამართლებრივ ორგანოებშიც მოუნდეთ უკვდავება. - გაიღიმა.
      - სამყარო ასე ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ,უკვდავება რომ გინდოდეთ.
      - არა რა თქმა უნდა.მამაჩემის თეორიის დამტკიცება მინდა,მაგრამ ჯერ კარგად უნდა შევისწავლო დეტალები,თავიდან მომიწევს ნაშრომის აღდგენა,ინფორმაციის უმეტესი ნაწილი განადგურებულია.
      - მე შემიძლია სისტემასთან წვდომის უზრუნველჰყოფა,სახელმწიფო სამეცნიერო აკადემიაში ვმუშაობ ასისტენტად.
      - ვიცი სადაც მუშაობთ.
      - აჰ,მართლა?როდის მოასწარით ჩემს შესახებ ინფორმაციის მოპოვება?
      - იმედებს არ გაგიცრუვებთ მის ფამენ,უბრალოდ მენდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები