ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 თებერვალი, 2018


Emily Dickinson - Truth—is As Old As God (836)

ემილი დიკინსონი - ღმერთის კბილაა ჭეშმარიტება


ღმერთის კბილაა ჭეშმარიტება,
ტყუპისცალია მისი მეობის,
გასტანს, სანამდის იგი იქნება,
თანატოლია ღვთის დღეგრძელობის

და მხოლოდ მაშინ გაუვა ყავლი -
მოუსავლეთში დაევანება,
თუკი სამყაროს სრა-სასახლიდან
გამოსვენდება მკვდარი ღვთაება.


14 თებერვალი, 2018 წ.



Emily Dickinson -
Truth—is As Old As God (836)

Truth—is as old as God—
His Twin identity
And will endure as long as He
A Co-Eternity—

And perish on the Day
Himself is borne away
From Mansion of the Universe
A lifeless Deity.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები