ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2018


მალამინ

რწმენის ზენიტში შენ მელოდი, ვიცი, მალამინ,
როცა  შოლტივით შემოწნული შენი სიტყვები
მსერავდა როგორც მოქნეული დაშნა. ძვალამდი -
აღწევდა მჭახედ. მტკიოდა და მაინც ვითმენდი.
იყავ მართალი, იყავ მტკიცე, იყავ მედგარი,
ამ უსახური ცოდვებისგან როცა მმალავდი.
მე -  შენი ტვირთი, შენი გული სუსტად მფეთქავი,
დაგყავდი ყველგან და მიცავდი ჩემო, მალამინ.
ჯოჯოხეთს უმტვრევს კარიბჭეებს შენი სიმართლე
და ღამეული შეგრძნებები მუხლზე..., მალამინ,
დგებიან ისე მორიდებით, ისე ცახცახით,
შენ რომ არ მყავდე, გავატანდი ნეტავ ხვალამდი?!
ალიყურივით მწარე არის  შენი სიწრფელე.
მეორე ლოყას გაგიმზადებ - აი, წამალიც!
თვალახელილი, ბედდამშრალი წლები მიმზერენ
და შენს სახელზე ლოცულობენ მზეო - მალამინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები