ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2018


ბოლო ზარი

კლასში რომ შევედი, ჩემი დამრიგებლის მიერ, ლამაზი კალიგრაფიით, დაფაზე ცარცით დაწერილი რამდენიმე სიტყვა დამხვდა:
_"ღმერთო, მანახე ამ კლასში ყველა ერთად. 12/04/2013"
მაშინ ყველა რეპეტიტორებთან დავდიოდით და სკოლაში ხანდახან შევივლიდით.
დამრიგებელს  ჩვენი ერთად ნახვა,  ბანკეტ-ბოლო ზარის ორგანიზებისთვის  უნდოდა და ნერვიულობდა.
ნაწერს ტელეფონით ფოტო გადავუღეთ და მთელი კვირა მასზე ვიცინოდით.

ბოლო ზარმა და ბანკეტმა, მასწის  ნერვიულობის მიუხედავად,  ლამაზად ჩაიარა.
მომდევნო ხუთმა წელმა კი წელში გატეხა  ჩვენი კლასის მეგობრობა და ერთიანობა.
ერთი ისრაელში წავიდა, სამი თურქეთში, სამუშაოდ.
სამი გათხოვდა, ერთი გამოთხოვდა, ათმა  ინსტიტუტი დაამთავრა,  მათგან მხოლოდ ერთი მუშაობს, ბენზინგასამართ სადგურზე...
გუშინ ფეისბუქმა "მემორი" ამომიგდო.
ჩამწყდა...

ნეტავ, კი მანახა  ჩემს კლასში ყველა ერთად!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები