ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2018


ისევ მოვიდა თებერვალი

ისევ მოვიდა თებერვალი, ისევ გათოვდა
და ბეღურების ძაგძაგს იტანს მიწა, გულცივი.
ვით ეს ზამთარი, სამყაროში ისევ მარტო ვარ,
სიზმარში ნანახს წყალს ვუყვები, ტკივილს ვუცინი.

სადღაც გაკრთება შენი ლანდი. ყრუ მელოდიას
უკრავს მინაზე ქარი ხმელი ტოტის სიგიჟით.
თუ სიზიფეობ, ქვეყანაზე ბევრი ლოდია,
მე ჩემი უტყვი სიყვარულის ფერფლთან მიმიშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები