ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 თებერვალი, 2018


წყევლა

აქ უკვე ღამის 4 საათია და როგორც წესი არ მძინავს,რაც თბილისიდან წამოვედი 3 თვე გავიდა,მე კი გადაბმულად 1-2 კვირა თუ მეძინება... მე ხომ ვიცი ნამდვილი მიზეზი მანდედან წამოსვლის,თავს ვატყუებ და ვფარისევლობ,4 წელი გავიდა და ახლაც იმ დღეს ვწყევლი როცა გაგიცანი! თითქოს ორმოცი გასულიყოს... ჯინსი რომ გეცვა და დამახრჩე შენი თვალების სიღრმეში...რა ლამაზი იყავი,მხოლოდ ფასადი!

რა უბედურ დღეზე გავჩნდი ასე რომ გამიმეტა ცხოვრებამ?!!! თითქოს მკვდარი ვარ,ემოციებისგან დაცლილი,მექანიკურ თოჯინად ვიქეცი,სრულიად უგრძნობი... უფალმა უწყის მე ბოროტება არავისთვის გამიფიქრებია,მითუმეტეს არც გამიკეთებია,ასე რატომ ვისჯები? უფალი ვახსენე,სასაცილოა. ვმკრეხელობ,ვლანძღავ გულში ყველასა და ყველაფერს,მათ შორის უფალსაც,რომ არ იხედება მისი შვილის დარდისგან გასიებულ გულში და არ მიჩვენებს გზას... გავბოროტდი! აღარც მახსოვს როდის დავკარგე უფალი... ბოლოს პირჯვარი როდია გადავიწერე ეკლესიასა თუ მის გარეთ. სასაცილოა,კვერცხის და ქათმის დილემასავით,უბრალოდ ამჯერად აღარც ის ვიცი პირველი რომელი დავკარგე, რწმენა თუ ადამიანობა (ალბათ ორივე ერთად,დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში)...

არადა შენს გაცნობამდე მიყვარდა ადამიანები, ბედნიერებაც მომქონდა მათთვის,მათ გვერდში დგომით,უბრალოდ მათთან საუბრით,მე ვიყავი მათი ბედნიერება და ველოდი ჩემთვისაც იქნებოდა მსგავსი ბედიერება. რა მწარედ შევმცდარვარ... ახლა ვერც სხვებს ვანიჭებ ბედნიერებას და ჩემთვის ხომ მოისპო ყველაფერი. მისია დავკარგე თითქოს,მჯეროდა სიკეთის კეთება იყო მისია ადამიანის,ამის ხალისიც დავკარგე... რაოდენ ძლიერად მიზიდავ და თან მეზიზღები! ახლაც ვატყუებ ჩემს თავს,შენი ზიზღი უბრალოდ არ შემიძლია,ეს ჩემზე აღმატებულია და ვერ ვწვდები! მხდალი ვყოფილვარ... გამოდის ჩემს თავს გავექეცი,ჩემს სისუსტეს... კლოუნის ნიღაბს ვირგებ სამაგიეროდ წარმატებით,ყველას უდარდელი ვგონივარ და ეს უფრო მთრგუნავს და მასიებს!!! სხვებს ვფსიქოლოგობ,ვეხმარები უცნობებსა და ნაცნობებს საუბრებით(გოგონაც კი ვიხსენი თვითნკვლელობას,21 წლისაა და 3 შვილი ჰყავს,გზადაკარგულია ჩემსავით და გავუგეთ ერთმანეთს),ერთი ეგაა ჩემს თავს ვერ დავუნერგე პრაქტიკაში,ამოვიდე ამ ჭაობიდან... მის მაგივრად ჩემი თავი მეცოდება,მას არაფერი აქვს შესაცოდი... უუნარობისგან,ვერც მახინჯურ,არაფრისმომცემ ფიქრებს ვიცილებ... დრო როგორ გადის ვერ ვგრძნობ(6 გამხდარა)... ძალიან მენატრები... მიყვარხარ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები