ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 თებერვალი, 2018


Emily Dickinson - The Brain, within its Groove (556)

ემილი დიკინსონი - მუშაობს ტვინი ბუდეში ქალის  (556)

მუშაობს ტვინი ბუდეში ქალის
შეუფერხებლად და წესიერად,
ოღონდ თუ მოსწყდა სადმე მისხალიც,
სჯაზე ადვილი იქნება ბევრად -

უკუაქციო  ნაკადი აღმა,
რომელმაც ქედზე გაჭრა ბილიკი 
და მოვარდნილმა წამლეკ  ნიაღვრად
თან წარიტაცა ზავთით წისქვილნი.


17 თებერვალი, 2018 წ.




Emily Dickinson -  The Brain, within its Groove (556)

The Brain, within its Groove
Runs evenly - and true —
But let a Splinter swerve —
'Twere easier for You —

To put a Current back —
When Floods have slit the Hills —
And scooped a Turnpike for Themselves —
And trodden out the Mills —

1862

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები