ნაწარმოებები



ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2018


არ მეგონა საქართველო, ეს ბედი თუ გელოდა

არ მეგონა საქართველო, ეს ბედი თუ გელოდა.
რა ვიცოდი მე უტვინომ შხამი, რომ გერეოდა.
ორპირობა და სიბრიყვე, რომ შეგეპარებოდა.
ლუკმა-პური შენს შვილებს ოცნებად ექცეოდა.

თანადგომა თუ სიკეთე კაც-ქალს გაუქრებოდა,
ღიმილსა თუ სიყვარულს ფასი დაედებოდა.
ცხვარი გამგელდებოდა, მგელი გაცხვარდებოდა.
იმ კულტურას და ბუნებას ხავსი გაუჩნდებოდა.

ფული და ძალაუფლება შვილებს გაამპარტავნებდა,
მათ შორის შური და ბოღმა საძირკველს გაიმაგრებდა,
მმართველს კი თავისი ტახტი გონებას გაუგიჟებდა,
სიყვარული თუ სხვა გრძნობა, წარსულსაც ჩაბარდებოდა.

ქართული ენა, ახალი თაობისაგან დაიცინებოდა,
„სტუმარ-მასპინძელი“ აღარ წაიკითხებოდა,
ქართველი ხალხი უცხოეთში მონად გაიყიდებოდა,
რწმენა თუ პატივი ჩალის ფასი გახდებოდა.

რა ვიცოდი მე უტვინომ შხამი, რომ გერეოდა
და განწირულს, საქართველოვ, ბედად ეს მოგელოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები