ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2018


პ უ შ კ ი ნ ი ს ს კ ვ ე რ შ ი

შემოღამებული იყო.  მშვიდად გამოიყურებობა თბილისი,
ღამის ფარნები თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ,
ღამე, საიდულო ელფერით, მიმზიდველს ხდიდა სოლოლაკს.
მოვუყვებოდი მაჩაბელის ქუჩას და ზღვა აზრები აწვებოდა გონებას. რამდენი ნაბიჯიც გადავდგი, იმდენჯერ  წავბორძიკდი, მერე შევდექი, შუბლზე ხელი მოვისვი, თითქოს ბურანი გადავწმინდე  გონებიდან, დამტვერილი ადგილები გავასუფთავე და დავინახე უძველესი  დროიდან ეს ადგილი, თითქმის დაარსებიდან, მოყოლბული. ადამიანთა ჯგუფები, მდგარი და მიმავალნი ამ სოფლიდან, მხიარულნიცა და მოწყენილნიც,ყველა ღირსეული და უღირსი საქციელით,
სწორედაც  წაბორძიკება  შემთხვევითი არ ყოფილა, ვუსაყვედურე ჩემს თავს.
როგორ ვერ შეამჩნიე სიცოცხლით სავსე, ეს ხალხმრავალი ქუჩა, როგორ?
განა იგივე არ გელოდება შენაც?
განა ამ ხალხმრავლობის მონაწილე შენც არ იქნები ერთდროს, როცა მოიწყენ აქ სიარულს და დაგღლის ამაოება?
ირგვლივ  მიმოვიხედე, იქ მყოფ უცხოებს გავუღიმე მივესალმე და ნელი ნაბიჯით დავუყევი უმჩნეურად  დამრეც გზას თავისუფლების მოედნისაკენ,
მაგრამ  ახლა, ხალხმრავალ გზას უკვე  სხვანაირი კრძალვით, რიდითა და მისალმებით მოვყვებოდი,
მაოცებდა, სხვადასხვა ჟამის ჩაცმადახურვა აქ მყოფებისა,
ახალს და დღევანდელს ვეღარაფერს ვამჩნევდი, ვეღარაფერს ვხედავდი,
გამოვედი პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა გადმოსასვლელით, ცივმა ჰაერმა დამკრა შუბლზე და ზამთრის სუსხი მწვავედ მაგრძნობინა, თუმცა ზამთრისა და თებერვლის შესაფერისად ვიყავი ჩაცმული.
ცას შევხედე, ღამის ცას. თითქოს რაღაცას ვუმადლოდი უფალს.
უჟმური მეჩვენა ცა და  მოწყენილი.
ჭადრის ხეები, შიშველი ტანით, ბარე 20–25მეტრის სიმაღლეზე აღმართულიყვნენ ზემოთ უსაშველოდ მხარგაშლილები.
ეს ხეები, ამ ადგილას, მუდამ ყვავის მართვეების თავშეყრისა და თავშექცევის ადგილად ქცეულია, ბოლო წლების მანძილზე.
ამ კითხვას რატომ, მაინცდამაინც აქ , ეს? პასუხს დღემდე ვერ ვაგნებ.
ახლაც, მათ ვეძებდი თვალებით, მაგრამ , ჩემდა გასაკვირვად, ერთი ყვავიც ვერ დავლანდე ჭადრის ხეებზე.
არ მიყვარს ჭადრები, არსად, ვერ ვუხამებ ქართულ მიწას მათ. მათ ადგილას რომ იდგეს ცაცხვები, სულ სხვა იქნებოდა.
გაზაფხული წარმოვიდგინე ამ ადგილზე, ქარი, რომ დაიქროლებს და ჭადრის მჩხვლეტავი  ბუსუსების მართვე რომ შემოესევა სასუნთქ გზებს ყოველი მხრიდან. უსიამო  აზრმა გამკრა გულში.
გადმოვდგი რამდენიმე ნაბიჯი და გრძელი სკამი  უცნაურად შეირხა, შევცბი ..
სკამიდან ჩაცმული  ადამიანი წამოდგა . 
მანამ სახეს დავინახავდი ხელი გამომიწოდა და ლარი ითხოვა,
წამიხდა განწყობა.
ყოველთვის, როცა მიუსაფარ ადამიანებს ვაწყდები გზად, სიცოცხლით სავსე ქალაქში, უმალ გული მიკვდება და სიცოცხლე აღარ მინდა მათ შემყურეს, არა იმიტომ , რომ არ მსიამოვნებს მათი დანახვა, არა, ვერ ვიმეტებ მათ ასეთი ყოფისათვის.
ეხლავე მოგიტანთ პურს და რამე მისაყოლებელს ვეუბნები.
არა, არა  კიდევ წამოიწია ადამიანმა, მე, მე.. მე არაყი უნდა ვიყიდო.
არაყი? ვიმეორებ უნებურად.
იცით, იცით მეუბნება იგი, მე თავშესაფარი არ მაქვს, ჩემი სახლკარი და ქონება ამ სკამზე ასვენია ჩემს უგვან სიცოცხესთან ერთად.
მე ყვლაფერი დავკარგე.
ახლა აქ, ძალიან ცივა, წინ გრძელი და ყინვიანი ღამე მემუქრება, რა ვქნა, ცოტა ძილი მენატრება, მეც მინდა მცირე ხნით მოვუხუჭო თვალი სასტიკ ცხოვრებას, ამაში,  მხოლოდ არაყი მეხმარება და სხვა არავინ ამ ქალაქში.
დავლევ და გამოფხიზლებამდე დავიძინებ , მანამ სიცივე გამთენიისას  შემომიტევს, ცოტა დაძინებას, ხომ მაინც,  მოვასწრებ.
ენა ჩამივარდა , სიტყვა ვერ დავძარი,
სასწრაფოდ გავხსენი ჩანთა, ამოვიღე საფულე, სრულიად გადმოვცალე ხელში და მიუსაფარის გული უზომო სიხარულით ავავსე.
მოვდიოდი და მესმოდა, მისი მადლიერებით აღსავსე სიტყვები და ლოცვა .
განწყობა დამიმძიმდა. ის მხოლოდ ცოცხლობს ხელგამწვდილი, დამცირებული, სიცოცხლემოძულებული, არაფერი გააჩნია.
ისევ ძველი თბილისის ცოტა ხნის უკანდელ კადრებს მივუბრუნდი.
დავიწყე გულმოდგინედ გადასინჯვა, მაგრამ იქ, არ იყო არც ჭადრები ამ ადგილას, არც ყვავები, არც მიწისქვეშა გადასასვლელი არ ჩანდა და არც მიუსაფარი ადამიანები იწვნენ გრძელ ხელნაკეთ სკამებზე .
სევდამ დაიპყრო მთლიანად ჩემი ლმობიერი გული.
ვგრძნობდი როგორ მენატრბოდა წარსული ცხოვრება თავისი ღირსებებითა და ღირებულებებით ამ ადგილას.
სახლს მივუახლოვდი დაზაფრული.
დავინახე ორი მაგნოლიის ხე, მაგრამ ფოთლები ესხათ თუ არა არ ვიცი, ვერ შევამჩნიე, ისიც აღარ ვიცი, მაგნოლიიას თებერვლის თვეში ცოცხალი ფოთლები უნდა ჰქონდეს თუ არა შერჩენილი.
მითხარით, ვარ  მართალი თუ არაა.მითხარით.

სიცარიელემ შემომანათა თვალებში.
მტკიოდა სული ძლიერად, მაგრამ მოსარჩენად ვერაფერი მოვიძიე გონებაში ამ წუთას, თუმცა ბევრი ვწეწე აბურდული  გონება.
უფალო შეგვეწიე, შეგვინდე და დაგვეხმარე ვჩურჩულებდი ჩაძინებამდე.
მკითხველთაგან, თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა და შეგრძნება ასეთი ჩემსავით ვინმეს, ან თუ უშველა და მოუხერხა მათ რაიმე, რომ მშვიდად ეცხოვრა თავად მაინც, როგორ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები