ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XX )

ვისაც განსაკუთრებულის შექმნა სურს ის ყოველთვის შეუმჩნეველია. ქალაქში სადაც არაფერი ჩაივლის ისე. ეს უბრალოდ დროის ამბავია. გულის კარნახს უნდა მიჰყვე და დროც თავისთავად მოვა შენთან. შენი დრო. ზიზღი და აგრესია კი მუდამ იარსებებს. მას არაფერი შეცვლის. ნუ გაამტყუნებ იმათ ვინც გული გატკინეს. მათ არ შეუძლიათ წარმოიდგინონ თუ რა დიდებულ საქმეს ემსახურება შენი ოცნებები. მარტივად მოსული კი არასდროსაა ნამდვილი. თუ ბედისწერის არ გჯერა მაშინ ჩათვალე, რომ ქალაქმა გამოგარჩია. მილიონობით ადამიანში მხოლოდ შენ გხვდა წილად სხვების დახმარება. ამ იდეოლოგიით გრძელდებოდა იმ ბიჭების ამბავი, რომელთა ისტორიაც ნელ-ნელა უახლოვდებოდა მთავარს. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით მეტად იმსახურებდნენ ადამიანებისგან სიყვარულს. არავინ იცოდა თუ რას წარმოადგენდნენ ისინი. იდეაშიც კი არავინ დაუშვებდა, რომ დღიდან-დღემდე შეგროვილი ფული ქველმოქმედებას ხმარდებოდა. მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმა იყო. პირველი შეხვედრა შეჭირვებულ ოჯახებთან და გრძნობა, რომლის დანიშნულებასაც ვერ წვდები. მარტივი არაა ასეთი ადამიანების ისტორიის მოსმენა და არც იმის ახსნა თუ რას განიცდი მათთან საუბრის დროს. შენსკენ მომართული იმედით სავსე თვალები. თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი იყო საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. ყოველი შეხვედრის შემდეგ კი ემოციებით გამოწვეული ცრემლი, რომელიც კარების მიღმა იწყებოდა. არ იმჩნევ. არ გინდა მათ შეგნიშნონ. შეგროვილი ფულით პროდუქტებს ყიდულობ და მათ უტოვებ. თბილად მოეხვევი, აკოცებ და ცდილობ ღიმილი არ მოიშორო სახიდან. შემდეგ კი კარებიდან გამოსვლა და იქვე ჩაჩოქვა ერთია. ტკივილს გრძნობ და ყოველ იმ დღეს ნანობ, როდესაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერზე ფიქრობდი. რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემ მით უფრო მეტს ფიქრობ. აწი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამქვეყნიურ ამოებაში იმყოფებიან. გგონია სიკეთით ბედნიერების ზღვარს მიაღწევ არა და მას ჭეშმარიტებასთან მიჰყავხარ. ცრემლი გამოსავალი არაა, ცრემლი ემოციაა. კარებს ზურგით ეყრდნობი და ხვდები, რომ მის მიღმა მყოფი ადამიანები შენ გააბადნიერე. ეს შენ შეძელი. დაჯერება გიჭირს, რადგან ოცნებასთან სიახლოვემ დაგაბნია. გგონია, რომ სიზმარში ხარ და გამოღვიძება გაშინებს. თითქოს ყველაფერი ილუზიაა. თუ ეს ილუზიაა მაშინ ის ძალიან კარგი და ამაღელვებელი ყოფილა. მთელი სხეული სიყვარულის ძალით ივსება და როდესაც რეალობას უბრუნდები ხვდები, რომ ეს არც სიზმარია და არც ილუზია. არც ასეთ რეალობასთან შეჭიდება ყოფილა მარტივი. ყოველ აღმასვლას თავისებური დაღმასვლა მოსდევდა. თავის თანატოლებში პოპულარულ ბიჭებს მოულოდნელად ყველამ ზურგი შეაქცია. როდესაც მათმა მეგობრებმა ისინი ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში იხილეს ზედმეტი კითხვების გარეშე გზა გადაკვეთეს და მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ. უბრალოდ აღარ ისურვეს მათთან გამოლაპარაკება, თუმცა რა იცოდნენ, რომ გეგას, ვატოს და გოგლიკოს არც არაფერი დაუკარგავთ. ისინი ისევ მდიდარ ახალგაზრდებად ითველობოდნენ, მაგრამ ისე აღარ ცხოვრობდნენ, როგორც ადრე. საერთოდაც არაფერი არ იქნებოდა ისე, როგორც ადრე. რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემ მით მეტად უახლოვდები ღირებულს, მაგრამ ადამიანები რჩებიან ნაკლებნი. ირგვლივ შემოგეცლებიან და შორიდან იწყებენ შენი ნაბიჯების თვლას. მათთვის უჩვეულო და ამოუცნობი ხდები. ის აღარ ხარ, რაც ადრე იყავი. ისინი შენ კი არა შენს შინაგან სიდიადეს გაურბიან. იმ ამოუცნობ გრძნობას, რომელიც შენსავით უჩვეულოა. ხანდახან ისიც უნდა წარმოიდგინო, რომ ცხოვრება თამაშია. თავისი თავსატეხებითა და რთული ბარიერებით. ხელოვნურად შეიქმნა არ არსებულის ილუზია, რომელიც რეალობის სიგიჟისგან გიხსნის. სხვანაირად ძნელი ასატანი გახდება გარემოება, რომელმაც ყოველი შენი მეგობარი ყალბ ადამიანად გამოარჩია. თუ ფული ჯოჯოხეთს ანათებს მაშინ ქვეყნიერება მის ქარცეცხლშია გახვეული. სწორედ ასეთი იმედგაცრუებების ფონზე მათ ცხოვრებაში ჩნდება გოგონა, რომელმაც სულ სხვა სამყარო დაანახა ამ ახალგაზრდებს. ერთ ჩვეულებრივ დღეს გეგამ ქუჩაში შენიშნა გოგო სახელად, ნანკა. სიცოცხლით სავსე თვალებითა და გასაოცარი ვოკალით, რაც გამვლელთა გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევდა. მის წინ ცოტა ხნით შეყოვნდა, ხოლო ცნობისმოყვარეობის განცდამ გონება ერთიანად მოიცვა. როდესაც საჭირო დრო შეარჩია მშვიდად მიუხლოვდა და მასთან გამოლაპარაკება სცადა. სიმართლე გითხრათ, ნანკას ბევრი არც უფიქრია და დიდი ენთუზიაზმით დათანახმდა მის წინადადებას. ამის შემდგომ ისინი განუყრელ მეგობრებად იქცნენ. მისმა შეუპოვრობამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანკა იყო ის ადამიანი, რომელმაც ბიჭები კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ქველმოქმედების იდეასთან. დროსა და ენერგიას ფუჭად არ ხარჯავდნენ. დასაწყისისთვის ორად გაიყვნენ და სხვადასხვა ადგილებზე მღეროდნენ ფულის მოსაგვროვებლად. მისი საოცარი ქარიზმა ხალხზე დადებითად მოქმედებდა, ხოლო ძირს დადებული ქუდი კი სულ შხრიალით ივსებოდა ხოლმე. გარეთ სიმღერის რეალურ მიზეზს არავის უმხელდნენ. სიკეთეს ყველასგან მალულად აკეთებდნენ. ემოციებისგან დატვირთულნი კი ყველაზე მაღალი კორპუსის სახურავზე ადიოდნენ და მთელ ხმაზე ყვიროდნენ. ეს იყო თავისუფლება, ახალგაზრდული სიგიჟე, მაგრამ სასიამოვნო სიგიჟე. რა უნდა იყოს იმაზე ღირებული, როდესაც საკუთრი ხალხისთვის სინათლედ მოვლენილ სასწაულად იქცევი უკუნით აწმყოში?! როდესაც გგონია, რომ სასწაულის შექმნა შეგიძლია არა და თავად ხარ მისი ნაწილი.

                                                                                                                            ***
    გარკვეული დროის შემდგომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ღია ცის ქვეშ გატარებული დღეებისა და გაუსაძლისი პირობების პიკზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც, ნანკასა და ბიჭებს საცხოვრებელი ადგილი შესათავაზა. მათ ერთ ოთახიან ბინაში უნდა ეცხოვროთ, თუმცა პასუხი ამ კეთილშობილებაზე ნამდვილად უცნაური აღმოჩნდა. ბინის ნაცვლად კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სარდაფი აირჩიეს. მამაკაცი გაოგნებული თვალებით უყურებდა და შეუპოვრად ცდილობდა მათ გადარწმუნებას, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ მაინც შეეგუა არჩევანს და სარდაფის გასაღები, გეგას მშვიდად ჩაუცურა ჯიბეში. სარდაფი მხოლოდ ღამის გასათევად თუ დასჭირდებოდათ და ისიც ძალიან იშვიათად. მთელი დღეები ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდნენ და კიდევ უფრო მეტი მოტივაციით აგროვებდნენ ფულს. ყოველ კვირა სხვადასხვა თავშესაფრებს სტუმრობდნენ, ხოლმე და პროდუქტების გარდა ბავშვებს ათასგვარი თავშესაქცევებით ართობდნენ. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ახალისებდნენ თავიანთი დადგმული სცენებით და ამით სულ უფრო მეტ სიყვარულს იმსახურებდნენ გარშემომყოფებისგან. ყოველი დღე ახალი სიახლის მომასწავებელი იყო, მაგრამ ცხოვრება ხომ კიბეა?! ყოველ აღმასვლას თავის დაღმასვლა მოსდევს. სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანებში სიკეთის ნაპერწკალი შენიშნეს ერთმა საღამომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
    შებინდებისას, როდესაც შინ წასვლა დააპირეს მეტროს ამოსასვლელში მათ რამოდენიმე ახალგაზრდა დახვდათ. ბიჭებს ყურადღება არ მიუქცევიათ და გვერდის ავლა სცადეს რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, ვატოს უკნიდან გამოქაჩა ისიც მოწყვეტით დაგორდა კიბეებზე. გეგა და გოგლიკო მაშინვე მოტრიალდნენ, მაგრამ ვერაფრის გააზრებაც ვერ მოასწრეს, როდესაც გარს ერთიანად შემოეხვივნენ და სულ რამოდენიმე წამში მათ ფეხებ ქვეშ მოექცნენ. ხელებს უშედეგოდ იქნევდნენ, რადგან დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილიდან განძრევასაც ვერ ახერხებდნენ. ისე შეუბრალებლად ურტყავდნენ წიხლებს, რომ ბიჭები თავს ძლივსღა იმაგებრდნენ. თვალებში მხედველობა გაჭირდა, ხოლო ყელში აუტანელი სისხლის გროვა სუნთქვას სულ უფრო ართულებდა. გოგლიკომ წამოდგომა სცადა, მაგრამ თავში კიდევ ერთი დარტყმის მერე მძიმედ ამოიხრილა და უგონოდ დაეცა. გეგამ, ვატოს წამით მოჰკრა თვალი, რომელიც სისხლიანი კიბებზე ეგდო და ტკივილისგან უსიამოვნოდ იკლაკნებოდა. მისი ზურგჩანთა კი არსად ჩანდა. წამი - წუთებად გადაიქცა. სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. გეგას სხეული იმდენად დაბუჟდა, რომ ვეღარაფერს გრძნობდა. თავი უემოციოდ გაიქნია, თუმცა უკანასკნელი ძალებით ერთ-ერთი მათგანისათვის ყბაში მუშტის ძლიერად მორტყმა მაინც მოახერხა. ერთი-მეორეს დაეჯახა და ორივენი ძირს დაენარცხნენ. გეგამ ხელის მოძრაობით ბოთლის ნამსხვრევს მიაგნო, თუმცა სავალალო მოქმედებამდე გვერდზე მდგომმა მოასწრო მისი შემჩნევა და მწვავე ტკივილისგან, გეგაც გაითიშა.
-მოვკლათ ეს ნაბიჭვრები...  -ზიზღით გადახედეს სისხლში ამოსვრილ ბიჭებს და რამოდენიმე დარტყმაც მიაყენეს. შემდეგ კი კუდ ამოძუებული ძაღლებივით გაეცალნენ იქაურობას. მათ ჩანთა წაიღეს, სადაც მთელი დღის ნაგროვები ფული იდო. ფული, რომელიც კიდევ ერთ ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. რეალობა, ილუზიის სარკაზმულ მდგომარეობას დაუბრუნდა, ხოლო ქალაქი ისევ უგრძნობი და უემოციო გახდა. ადგილი, სადაც ფულით სავსე ჩანთა კი არა სულის ნაგლეჯი წაიღეს.



                                                                                                            (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები