ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანამგზავრი
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2018


შემცვლელი (თავი 2 )

  " შენ გაქვს დუმილის უფლება; ყველაფერი რასაც იტყვი შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული; ყველაფერი რასაც ხედავ, შეიძლება შენი შეცდომებისთვის იყოს დადგმული; ყველაფერი რაც გესმის შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული; ნებისმიერი რამ რასაც შეიგრძნობ და ამის თაობაზე პოზიტიურ აზრს დააფიქსირებ  დაუშვათ უახლოვეს მეგობართან, შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული; ყველაფერი რისიც გწამს შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოგონებული;ყველაფერი რასაც წერ შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოქვეყნებული; შეიძლება შენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული პრაქტიკულ ცხოვრებაში ყველაფერირაც ხარ; ამიტომ შენ გაქვს არჩევანის უფლება იყო თევზი დღეიდან , ან კატა.არაპირობითად . და შეგიძლია დააკვირდე ამ არაპროგრესულ და საცოდავ კაცობრიობას , როგორ ცდილობენ მოძებნონ ხელჩასაჭიდი თუ მხსნელი თუ მესია : ობობებში ღამურებში , ჭიანჭველებში, ჩაქუჩებში, ელვებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ არ იციან ყველაზე მთავარი, რომ როდესაც სამიზნეს უახლოვდები  - არააქვს მნიშვნელობა მცდელობების რა მარაგს ხარჯავ, არ იციან რომ აქ მთავარია  შენ შესაძლებლობებს რამდენად სწორად აღიქვამ, აფასებ და შემდეგში შესაბამისად გამოიყენებ. მათ არაფერი იციან პოზიციის გამაგრებაზე. თუმცა ამას აღარაააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ახლა ნაკლებად გაღლვებს და ეს შენ ყველაზე უკეთ იცი , იმიტომ რომ შენ კატა ხარ და გაქვს დუმილის უფლება."

                                                                                                                                                                          ილია დობაძიშვილი

მზიანი ამინდი, სამზარეულოში მოფუსფუსე დედა, რომელიც ბლინებს ამზადებს, "ჰაეროვანი ბლინები". ნუთუ მოიძებნება ბოროტი ადამიანი რომელიც ბლინებს აცხობს და ასე სასიამოვნოდ იღიმის, მგონი არა , ეს ბლინები ხო, მარტო ჩემია , თაფლიც აქარის, აი აქ გვერდზე მიდევს მაგიდაზე, კიდე  მაგიდაზე ჩანს მზის სხივები როგორ იღებენ გულის ფორმას, ხო, ხო ვიცი ეს ფარდები აძლევენ ამ ფორმას, მზე ანათებს, ამ ქალქაში მზე იშვიათობაა, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს მე დაბადების დღე მაქვს, ალბათ ამიტომ არის კარგი ამინდი. "ააათიი წეეელიი, ააათიი წეეეელიიიი, მე უკვეეე დიიიდი ვააარ ! ".  ეს უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან წაიმღერა, სამწუხაროდ დედას მოესმა, რომელიც ოთახის მეორე კუთხეში ფეხმორყეულ საწოლზე იწვა, მან თვალები გაახილა და ჯესიკას ყვირილი დაუწყო, ლამაზი ფიქრებიდან გამოსულმა ჯესიკამ კი სახეზე ხელები აიფარა, იმის იმედით რო უარესად არ დაუმახინჯებდა სახეს დედა, რომლის დაუშნოებით კაცისას დამსგავსებოდა, ისეთი კაცის, სულ კუნთებისკენ რო იხედება , მაგრამ სულ ნაცემი რომ გამოდის ჩხუბიდან.
  ჯესიკას დედა, საშუალო სიმაღლის ლამაზი ქალი იყო, თუმცა მის ყელზე გამოსახული ნაიარევი და საუბრის (ყვირილის)  დროს გამოჩენილი შავი სამი კბილი მას ძალზედ აუშნოვებდა. იგი მეძავი გახლდათ, მას ცხოვრებაში არ გაუმართლა და ახლა ცდილობს მისი წარსული, ერთადერთი ქალიშვილის ცხოვრების, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით დამახინჯებას. იგი მას "ჯეკ"ს  ეძახდა და აღიქვამდა როგორც ბიჭს, აცმევდა მხოლოდ ბიჭის ტანისამოს და ყოველდღე უმოწყალოდ ცემდა , თუმცა დროთა განმავლობაში მან დახვეწა ცემის სტილი და მხოლოდ მკერდისა და მოცლის არეში შემოიფარგლებოდა , ასე ამბობდა : " სახეში არა , ახლა უფრო გავხარ მამაშენ რიპერს ". მისი საყვარელი ფრაზა კი იყო : " ყველამ უნდა მიიღოს თავისი საზღაური ".
  იმ ჯოჯოხეთის მიუხედავად რაც ჯესიკამ გადაიტანა , მისი ისტორია ალბათ 1863 წლის 30 აგვისტოს ქალაქ  ლონდონიში, მისი დაბადების მეათე წელს უკავშირდება , ამ დღეს მან შექმნა პერსონაჟი, რომელიც მის სურვილებს, ოცნებებს და ფანტაზიებს, რეალობის მოყვანაში დაეხმარება , მისი სახელია "ჯეკი".

პაუზა...
                                                                                      (  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იმისათვის რომ დაიცვათ ჯამრთელი ცხოვრების წესი, ჭამეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და დარგით თუნდაც მხოლოდ ერთი ხე. მადლობა ყურადღებისთვის ჩემო მკითხველო )

    საფრანგეთი ქ.სტრასბურგი. 1878 წელი
- დილამშვიდობის ჯეკ.
- პასუხის ნიშნად ჯეკმა თავი დაუქნია თავის ერთადერთ მეგობარ მარკ კაპლანს. რომელიც მასთან ერთად უცდიდა ლექტორს მოსაცდელში. მათ პირველი, ექსპერიმენტალური  ოპერაციის ჩატარება უწევდათ, მათი ლექტორი კი მედიცინის მაღალკვალიფიციური დოქტორი ფილიპ ლაპლაში გახლდათ.
-  დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, ამით მოვრჩებით პრაქტიკას, იქნებ აღგვენიშნა ეს მნიშვნელოვანი მომენტი  საღამოს?
  რამოდენიმე წამით,  დაჟინებული მზერის ფონზე, ჯეკმა ისევ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად მარკს.
- ისევ ჩუმად ხარ, არ გიყვარს ლაპარაკი, ჩემთან ხომ იცი თავისუფლად შეგიძლია ისაუბრო.
- სამაგიეროდ მიყვარს მოსმენა. - თუმცა დაბალი და სასიამოვნო ხმით, ნიშნის მოგებით უპასუხა ჯეკმა.
- შენ თუ არ ისაუბრებ, სხვა ვისგან უნდა ვისწავლო, პროფესორი სულ დაკავებულია, შენკი პირველიხარ ჩვენს ჯგუფში ვინც ასე "დახვეწილად" ფლობს ლანცეტს.
- მე არ მესმის საერთოდ რაში გჭირდება ეს ყველაფერი, შენი მიზანი ხომ ფსიქიატრობაა, საკუთარი "საგიჟის'' ფლობის სურვილი გაქვს?!
- ჰაჰ აჰაჰააააჰაააა, -გადაიხარხარა მარკმა- კარგად იცი რო ცოტა განსხვავებული შეხედულებები მაქვს, სილამაზესაც კი განსაკუთრებულში ვპოულობ, "საგიჟე" კი არ არის ცუდი იდეაა, ჰა ჰა ჰა, ფანტასტიური იდეაა. -თქვა მან და ისეთი სახე მიიღო, თითქოს პოკერის გამოუცდელი მოთამაშე ყოფილიყო, პროფესიონალთა შორის მოხვედრილი.
  ამასობაში პროფესორმა გამოაღო კაბინეტის კარი და ორივე შიგნით შეიპატიჟა. ოთახში ფანჯრების სიმრავლის ხარჯზე, მზის სხივები უხვად ეცემოდა და ანათებდა ცენტრში მოთავსებულ საკაცეს, რომელზეც  ინგლისიდან ჩამოყვანილი ცხედარი ესვენა.
- მაშ დავიწყოთ: სუბიექტი 49 წლის ქალი, სიმაღლე 172 სანტიმეტრი, წონა 58 კილოგრამი, პირველადი დათვალიერებით ჩანს რომ სუბიექტს აღენიშნება  ძველი და ახალი დაზიანებები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სუბიექტი იყო ხშირი აგრესიის მსხვერპლი, ერთ-ერთი ასეთი დაიზიანება აღინიშნება კისრის მიდამოში. -პროფესორი კიდევ 6 წუთის განმავლობაში განაგრძობდა სუბიექტის მონაცემების მოყოლას, შემდგომ კი  მარკს და ჯეკს დაავალა, გაეგრძელებინათ  დათვალიერება და თავიანთი მოსაზრება დაწვრილებით დაეფიქსირებინათ აღნიშნულზე.

- დღეს ჩვეულებრივზე უფრო  სიტყვაძუნწი იყავი, შემთხვევით იმ ქალს ხომ არ იცნობდი? ჰკითხა მარკმა ჯეკს. -ისინი სტრასბურგის ცენტრში, მთავარ კათედრალთან ახლოს მდებარე ბარში იმყოფებოდნენ, რადგან შეთანხმებისამებრ  სასწავლების დამთავრება აღენიშნათ.
- რომ გითხრა, ის ქალი დედაჩემი იყო-მეთქი, ეს რამეს შეცვლის ?
- ჰა, ჰაჰა  -ხმადაბლა ჩაიცინა მარკმა- კი  შეცვლის, შენ უფრო საინტერესო გახდები ჩემთვის .
- ალბათ ოდესღაც ის გეტყვის, მაგრამ მე არა .თქვა ჯეკმა,
- ყოველთვის ასეთი უცხო ხარ, იმიტომ მიყვარს შენთან საუბარი, ვერაფერი გავიგე, მაგრამ კარგი იყოს ასე. -მარკს, უნდოდა, ნამდვილად ჭირდებოდა, კიდევ ბევრი რამის ცოდნა, თუმცა იცოდა რომ ამით ის ჯეკს დაკარგავდა, დაკარგავდა როგორც თავის მეგობარს, ამიტომ მოთმინებით ელოდა.
   
    სახლში დაბრუნებულმა ჯეკმა, ქურთუკი გაიხადა,  კართან მდგარ საკიდზე სანიმუშოდ ჩამოკიდა და მისაღები ოთახისკენ გაეშურა. მისაღები ოთახი და სხვა დანარჩენიც, იდეალურად სუფთა და ზედმიწევნით მოწესრიგებული იყო. ჯეკი კუთხესთან მოთავსებულ დივანზე წამოჯდა და რამოდენიმე წუთის ფიქრის და გაანალიზების შემდგომ მან საუბარი დაიწყო საკუთარ თავთან:
  ,,ოცდახუთი წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ ვსაუბრობ თქვენთან, ქალბატონო ჯესიკა. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ განვლილ ცხოვრებას თქვენც გაეცნობით. ამიერიდან, საკუთარ ცხოვრებას თქვენ განაგებთ, მე კი  მოვალ მაშინ,  როდესაც ამის საჭიროება იქნება, როდესაც თქვენი გონება მომიხმობს. წარმატებებს გისურვებთ.
  11წუთის და 6 წამის შემდეგ კი ...

  ... 1888 წლის 2 აპრილი ქალაქი ლოდნონი. 
  წვიმის ხმა, რომელიც როგორც წესი საწვიმარ დირეებს მოჰყვება, რომელიღაც უცხო კომპოზიციას უფრო გავს, ვიდრე ბუნების რიგით მოვლენას, ამასთან ქვაფენილზე დაბჯენილი ათობით ცხენის ფლოქვების ხმა და ეტლის ბორბლების ღრჭიალი გამაწბილებლად ირევა ერთმანეთში. ადამიანების უმრავლესობა ქოლგებქვეშ ჩამომდგარა, ვიწრო ქუჩებში რაღაცას უცდიან, ზოგი შენობის კუთხეს ამოჰფარებია და ამინდის გამოსვლას საათებია ამაოდ უცდის. რა დროსაც ქუჩის ლამპიონები, შეთანხმებულივით, მორიგეობით იწყებს ანთებას და იწყება საღამოს ახალი სიცოცხლე.

  საღამოს 5 საათი იქნებოდა როდესაც ჯესიკამ  უაითჩეპელში, ლონდონის გარეუბანში შეაბიჯა, ერთ-ერთ შესახვევში მან ახალგაზრდა ქალი დაინახა, იქნებოდა 23 ან 25 წლის, საშუალო ტანის, ვულგარულად ჩაცმული, ერთ ხელში რომ ქოლგა საგულდაგულოდ დაეჭირა, მეორეში კი მინის გრძელყელიანი ბოთლი, პირამდე სავსე შნაფსით. დიდხანს უყურებდა ჯესიკა ამ ქალს, შემდეგ კი მან აუღლვებლად გააგრძელა სიარული. 11 წუთი და 6 წამი. ეს სწორედ ის დროა რაც გარდასახვას სჭირდება.
  ჯეკი  დაბრუნდა ...
 
... - გახსოვარ დედა? ეს მე ვარ, ჯეკი. შენ ეს გული არ გჭირდება, არასდროს არვინ გყვარებია, არც ეს თირკმელები და ღვიძლი, შენ არ გჭირდება ეს ყველაფერი, ნუ ტირი დედი, გამიღიმე, ნუ გეშინია სახეში არა, ასე უფრო გავხარ დედას. - განა შენ არ ამბობდი ? "ყველამ უნდა მიიღოს თავისი საზღაური". მე კი მხოლოდ შენ სიტყვებს ვასრულებ ჩემო საყვარელო დედა.
  ჯეკი მარილისფერი სახით დაჰყურებდა თავის მსხვერპლს, მან ზუსტად ისეთი ფორმის ნაიარევი დაუტოვა გვამს როგორიც ჯესიკას დედას ჰქონდა, ზოგჯერ იღიმოდა, რამოდენიმე ფრაზას ისევ იტყოდა და შემდეგ ისევ გაჩუმდებოდა.
 
- გამარჯობა ჯესიკა. კიდევ ერთხელ მოგმართავ, მაგრამ ამჯერად არა როგორც ჩვენ ორნი, არამედ როგორც მე, ჯეკი. უამრავი კითხვა გამიჩნდა ღმერთების სამყოფელში, მაგრამ ამის შესახებ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც მეორედ დავბრუნდი. მე ისევ უნდა დაგტოვო და შენთან მხოლოდ პირველი და უკანასკნელი კითხვა მექნება "ქალბატონო" ჯესიკა. სიძულვილი, ეს გრძნობაა რომელიც ადამიანებს ახასიათებთ, სული კი ეს ის ინფორმაციაა რასაც "ჩვენ" განვლილ წლებს ვუწოდებთ.  თუ ეს ორი რამ გაგაჩნია, როგორც ცალკეულ, ადამიანისაგან გამონსხვავებულ არსებას, გარდაგქმნის თუ არა ეს მოცემულობა შემდეგში ადამიანად?





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს