ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2018


კვერცხი თუ ქათამი?

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

მაგრამ ეს მოთხრობა სულც არ არის მეორე მსოფლიო ომზე...
მოკლედ დავიწყოთ...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, რომელსაც ერქვა შავი გივია... (ჰო ვიცი უადგილო ხუმრობა იყო)
შავ გივიას კი არადა კომბლეს ყავდა სამი ცხვარი: ნუფნუფა, ნაფნაფა და ნიფნიფა...
მგონი კიდე რაღაც ამერია.. ეგ ისტორია ხომ სამ გოჭზეა...
კომბლე ჩვეულებრივი ქართველი 30 წელს მიახლოვებული ბიჭი იყო, რომელსაც ჭამა-სმა-ძილის გარდა არაფერი აინტერესებდა. ზუსტად ამიტომ ყავდა სამი ცხვარი.. მეტი რაში სჭირდებოდა რო?! ცოლ-შვილი არ ყავდა.. დედ-მამაც აღარ ყავდა... მარტო საკუთარი თავი და სამი ცხვარი გააჩნდა... და მთავარი არ დაგავიწყდეთ... კომბლები... დღემდე არავინ არ იცის რაში სჭირდებოდა კომბლეს ამდენი კომბალი, რატომ თლიდა და რატომ აწყობდა ჭერში...
ჩემი აზრით კომბლების თლა დროის გასაყვანად სჭირდებოდა... ის ხომ ქართველია... ქართველს არასდროს არ სცალია.. მაშინაც კი როცა არაფერს აკეთებს... მაგრამ ტყუილად დგომას, ხომ ტყუილად შრომა ჯობია?! ჰოდა შრომობდა ჩვენი კომბლეც თლიდა და აწყობდა კომბლებს ჭერში...
კომფლეს ორი ძირი ვაზიც ქონდა.. რა არის ქართველი კაცი ღვინის გარეშე?
მოკლედ წამოწვებოდა ხოლმე ხის ძირში კომბლე, გაუშვებდა ცხვრებს მინდორში და თვითონ ჩრდილის ქვეშ ღვინოს შეექცეოდა...
ერთ დღესაც კომბლეს ცხვრები დაეკარგა... აი სად გამოადგა კომბლები (დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ წტყუილად შრომა, ტყუილად დგომას ჯობია) ...
აიღო ყველაზე დიდი კომბალი და გაუდგა გზას... გზად პირველი მელა შეხვდა და კომბლემ ცხვრების ამბავი ჰკითხა:
- მელია, მელია... ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს?
- არა ბატონო კომბლე!
- აბა კბილები დაკრიჭე!
- კბილები დავკრიჭო თორე შენც ეხლა კბილის ექიმი არ მყავდეო მიუგო მელამ...
მეკომბლე კომბლემ ვერაფერი ვეღარ მიუგო და განაგრო გზა, შემდეგი დათვი შემოხვდა...
- დათვო, დათვო ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს?
- არა ბატონო კომბლე!
- აბა კბილები დაკრიჭე!
- კბილები დავკრიჭო და პირი გაგიღო შენც ეხლა თაფლი არ გქონდეს ჩემთვისო, უთხრა დათვმა
მეკომბლე კომბლემ ვერაფერი ვეღარ უთხრა და განაგრძო გზა...
ახლა გზად მგელი შემოხვდა...
- მგელო, მგელო.. ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს?
- არა ბატონო კომბლე!
- აბა კბილები დაკრიჭე!
- მგელმა ხუმრობა არ იცოდა ამიტომ დაკრიჭა კბილები...
და რა დაინახა კომბლემ? მგელს კბილების გახეხვა დავიწყებოდა და ცხვრის ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდა ჩარჩენილი...
ჰოდა აიღო კომბალი და ერთი გემრიელად გაძუყნა... მაგრამ რა? ეს უშველიდა საქმეს? არ ჯობდა თავის დროზე სამი დედალი ცხვარის ყიდვას(მეტ რძეს მომცემსო) ორი დედალი ეყიდა და ერთი მამალი და მოემრავლებინა?
გვიანღა მიხვდა კომბლე თავის შეცდომებს... მიხვდა, რომ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი ჯობია.. მაგრამ გვიან იყო...

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...

ალაჯი, მალაჯი....
აა უი ეს რა შუაშია...

The End

24.12.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები