ნაწარმოებები



ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2018


თანამედროვე წითელქუდა

თანამედროვე წითელქუდა
სიუჟეტი ვითარდება 90-იანებში...
იყო და არა იყო ერთი წითელქუდა. წითელქუდა მუხიანში ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედამისი დაბალ ხელფასზე მუშაობდა და ბევრსაც ეწეოდა. მოკლედ უჭირდათ...
ერთ დღესაც წითელქუდას ბებია ავად გაუხდა. ბებია ვაკეში ცხოვრობდა მარტო ოთხ ოთახიანში და წითელქუდას დედას ერთი სული ჰქონდა როდის გაისტუმრებდა თავის დედამთილს საიქიოს, რომ იქ გადასულიყვნენ საცხოვრებლად...
ბებიას მაღალი წნევები აწუხებდა და შაქარიც ჰქონდა... ამიტომ დედამ გადაწყვიტა მისთვის ფუნთუშები და ნაზუქები გაეგზავნა.. იქნებ მალე მოეღოს ბოლოვო..
წითელქუდა 19 წლის უჭკუო გოგო იყო... რა მოეკითხებოდა..
მოკლედ ჩაულაგა ნაზუქები და ფუნთუშები წითელქუდას ჩანთაში და გაუშვა ბებოსთან ვაკეში...
წითელქუდამ ხალისით ჩაირბინა კიბეებზე, ეზოში მობირჟავე ბიძა კაცებს, რომლებიც იმ მომენტში დომინოს თამაშობდნენ გაუღიმა და გაუდგა გზას...
დომინოს შავი გივია იგებდა იასნა... ჰეჰ... მაინც ჩავაკვეხე...
მუხიანიდან გზად გლდანი უნდა გაევლო, გლდანში კი მას ვინმე „კაი ბიჭი“, ზედმეტსახელად „მგელი“ უსატკავებდა...
წითელქუდა მას ბავშვობიდან მოსწონდა სკოლის დამთავრებამდე... სკოლის დამთავრებამდე რაა... ცხრა კლასი დაამთავრა...
მოკლედ წითელქუდამ და მგელმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს და როდესაც მგელმა გაიგო, რომ წითელქუდა ბებიასთან ვაკეში მიდიოდა გადაწვიტა გრძელი გზით გაეშვა და გლდანში სიურპრიზი მოემზადებინა მისთვის... და წითელქუდა ვარკეთილში გაუშვა.. იქიდან უფრო ახლოა...
მოკლედ წავიდა მგელი ვაკეში მოკლეებზე და ბებოს სახლში ჩუმად შეიპარა...
ბებოს გული გასკდომოდა უკვე... მგელი დაიბნა.. არ იცოდა რა ექნა... ჩუმად, უკან გამოპარვას ცდილობდა, როცა წითელქუდა დაადგა თავზე...
ახლა ისიც დაიბნა, როდესაც მგელმა ყველაფერი მოუყვა.. საწოლთან, რბილ ხალიჩაზე დაჯდნენ და დაიწყეს ფიქრი, როგორ გამომძვრალიყვნენ...
მგელს საშუალო განათლებაც არ ქონდა, წითელქუდას კი ჰქონდა 11 წელი დამთავრებული, მაგრამ ნიშანს ღიმილში უწერდნენ... მოკლედ ამ ფიქრში დააღამდათ და მოშივდათ..
წითელქუდას გაახსენდა, რომ თან დედამისის გაკეთებული ფუნთუშები და ნაზუქები ჰქონდა და მგელს შესთავაზა...
სამი დღის შემდეგ, როდესაც წითელქუდა აღარ დაბრუნდა სახლში დედამ გადაწყვიტა მივაკითხავ, როგორ არიანო... და მისვლისას საშინელი სცენა დახვდა... ბებია ლოგინზე იყო მკვდარი, წითელქუდა და მისი მეგობარი კი ლოგინთან ახლოს.
მაშინვე მიხვდა რაც მოხდა... გადაწყვიტა რომ სამივემ მისი გაკეთებული ფუნთუშები და ნაზუქები შეჭამეს, რომელიც მან მოწამლა დედამთილის გასასტუმრებლად...
და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
მორალი: რასაცა გასცემ შენია მარტო სიკეთეზე არ მუშაობს...

29.12.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები