ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2018


წერილი მომავლიდან!

ახლა 2324 წელია.... სამყაროს განადგურებას კიდევ ერთხელ გადავრჩით 2323 წლის ყოველი თვის 23 რიცხვში 23 საათსა, 23 წუთზე და 23 წამზე... ჯერ კიდევ არ მოფრენილა ის მეტეორი, რომელსაც ასე ველოდებით...
ამ წერილს თქვენ 2017 წელს წაიკითხავთ ან იქნებ ცოტა მერეც...
დედამიწა ძალიან შეცვლილია... ხმელეთის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა... ახლა იფიქრებთ სად წავიდა კი მარა ამდენი ხალხიო... სად და წყლისქვეშა ქალაქებში... ზოგიც მთვრაზე... და ზოგიც მარსზე... მინდა ავღნიშნო, რომ მთვარეზე ერთი კვირა მაქვს გატარებული და იქ ცხოვრებას დედამიწის ყველაზე საშიშ წერტილში ცხოვრება მირჩევნია... თუ რატომ არ დავკონკრეტდები ან იქნებ შემდგომ დავკონკრეტდე კიდეც...
წყალქვეშა ქალაქები უკვე დაახლოებით ასი წელია არსებობს... და დიახ ჩვენ გვაქვს სათბურები სადაც გამოგვყავს ჩვენთვის საჭირო ხილ-ბოსტნეული და საჭირო მცენარეების ჯიშები... ჟანგბადს თვითონ ეს მცენარეები გვაძლევენ + ამას წყალმცენარეები გაცილებით მეტ ჟანგბადს გამოყოფენ ვედრე ხმელეთის მცენარეები და მათგანაც ვიღებთ ჟანგბადის მარაგს... ხმელეთის 80% უდაბნოს დაემსგავსა და ცხოვრება აუტანელი გახდა...
ახლა ცოტას მთვარეზეც გეტყვით... მთვარეზე რამოდენიმე პატარა ქალაქი გაშენდა 2100-იანების დასაწყისში... მაგრამ მათი მოსახლეობა დღითიდღე კლებულობს, რადგან არანაირი საჭირო პირობები არ არსებობს იქ საცხოვრებლად...
მარსზე გაცილებით ვრცლად ვისაუბრებ... 2237 წელს NASA-მ დაიწყო მარსის ათვისება და ხალხის გადმოსახლება სპეციალურად მოწყობილ ქალაქებში... პარალელურად მეცნერები თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით ცდილობდნენ მარსისთვის შეექმნათ ხელოვნური ატმოსფერო... დაახლოებით ისეთი როგორც დედამიწას აქვს... რაც წარმატებით გამოუვიდათ მინდა გითხრათ... ნელ-ნელა პლანეტა ცოცხლდება... თანამედროვე საფრენი აპარატებით მთელი პლანეტაზე მიმოყარეს სპეციალურად მარსისთვის გამოყვანილი ხის თესლები და მარსმა დაიწყო „გამწვანება“... ამ ხეებს წყალიც კი არ სჭირდებოდათ... სპეციალური მინერალებით კვებავდნენ, სანამ ატმოსფეროს მოწყობა არ დამთავრდებოდა...
დღეისთვის მარსზე ჟანგბადის რაოდენობა ზუსტად შეესაბამება 2017 წლის დედამიწაზე ჟანგბადის რაოდენობას... უბრალოდ საშუალო ტემპერატურა -15-დან +5 მდეა მარსზე და ცოტა არ იყოს შეგცივდებოდათ...
მაგრამ სულაც არ სცივათ დღეს მარსზე... თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მეცნიერება შეძლეს ადამიანის გენის შეცვლა, რაც მარსზე ცხოვრებას ჩვეულებრივს ხდის...“მარსელებს“ იმ უსიცოცხლო მარსზეც კი შეუძლიათ ისუნთქონ ( იმ შემთხვევაში თუ ხელოვნური ატმოსფერო რაიმე მიზეზით ჩამოიშლება)
დავუბრუნდეთ დედამიწელებს... წყალქვეშა ქალაქებში მცხოვრებლებს წყალში სუნთქვა შეუძლიათ დაახლოებით 30 წუთი... 2400 წლისთვის კი დედამიწის ატმოსფეროს აღდგენა და ხელთავიდან გამწვანება იგეგმება...
მთვარეზე? მთვრაზე სკაფანდრის გარეშე ცხოვრება დაივიწყეთ...
ახლა კი გეტყვით თუ რატომ გწერთ ამ წერილს მომავლიდან...
დიდი მეცნიერის და ისტორიკოსის, შავი გივიას დღიურში მკაფიოდ არის აღწერილი თქვენი მომდევნო გასაჭირი...
2020-27 წლებში ყველა ელექტრო მოწყობილობა დაკარგავს ფუნქციას და მხოლოდ მაშინღა მიხვდება კაცობრიობა, რომ მარტო სამყარო კი არ უნდა მოირგოს, არამედ სამყაროსაც უნდა მოერგოს.. და ყველგან „იქაური“ ქუდი დაიხუროს სადაც წავა... ჩვენ ერთხელ უკვე მოვჭერით ის ტოტი, რომელზეც ვიჯექით და დავღუპეთ დედამიწა, მაგრამ ვიმედოვნებ მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიაში აღარ განმეორდება...
მე იმედი მაქვს, რომ ამ წერილს დროულად მიიღებ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაფრთხილებას შეძლებ მომავალი უბედურების შესახებ.
შენი შთამომავალი

8.01.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები